ჰაკიმ ზიეჩი და ტიმო ვერნერი - ESPN ბარსას სატრანსფერო მიზნებზე

ჰაკიმ ზიეჩი და ტიმო ვერნერი - ESPN ბარსას სატრანსფერო მიზნებზე

ESPN-ის ინფორმაციით, "ბარსელონა" ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე რაჰიმ სტერლინგის ალტერნატივად ჰაკიმ ზიეჩსა და ტიმო ვერნერს განიხილავს.

აღნიშნული წყაროს ცნობით, იანვარში ტრანსფერების განხორციელება იმაზე იქნება დამოკიდებული, თუ რა თანხას გამოათავისუფლებენ კატალონიელები. ამიტომაც, ისინი, პირველ რიგში, იჯარის ვარიანტებს განიხილავენ.

"ბარსა" იმ ფეხბურთელებით დაინტერესდება, რომლებსაც ამჟამინდელ კლუბებში დიდი სათამაშო დრო არ აქვთ. მოთამაშის იჯარით აყვანის შემთხვევაში, გუნდის ხელმძღვანელობა მზადაა, კონტრაქტში გამოსყიდვის უფლების პუნქტი შეიტანოს, თუმცა, არ სურს, ეს სავალდებულო იყოს.

აქედან გამომდინარე, გამოჩნდა ზიეჩისა და ვერნერის ვარიანტები, რომლებსაც "არისტოკრატთა" რიგებში სათამაშო პრაქტიკის მისაღებად დიდი ბრძოლა უწევთ. "ბლაუგრანამ" ინგლისელებს მათთან დაკავშირებით უკვე მიმართა.

ჩავი ერნანდესის პრიორიტეტი შეტევის ხაზის გაძლიერებაა, მაგრამ, "ლურჯ-ბროწეულისფერები", არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, შეზღუდულნი არიან - თავად ჩავისა და დანი ალვესის მოსვლამ კი კლუბი ლა ლიგის ლიმიტის ზღვრამდე მიიყვანა.

მიმდინარე სეზონში კატალონიელთა საზღაური, რომელშიც ხელფასებსა და შენაძენებში გადასახდელი ფული შედის, 97 მილიონ ევროს შეადგენს. თუმცა, მათ თანხის 25%-ის დახარჯვა ან მოთამაშეების გაყიდვა შეუძლიათ, რათა ახალი ტრანსფერები განახორციელონ.

ასევე, აღსანიშნავია, რომ "ბარსელონას" დასახარჯი ფულის გასაზრდელად სხვა გზებიც აქვს - მაგალითად, ახალი სპონსორის პოვნა. მაგრამ, ამერიკული არხის თანახმად, სახელფასო ლიმიტის გასათავისუფლებლად, გუნდი იმ ფეხბურთელების გაშვებაზეა კონცენტრირებული, რომლებიც ჩავის გეგმებში არ შედიან.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 4 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #4 24 ნოემბერი 2021 21:14
    0
    არცერთის მომყვანები ესენი არ არიან. მინიმუმ ივნისამდე.
    ფანი [?]
    #3 23 ნოემბერი 2021 22:51
    0
    მეკაიფებით?!!! ვერნერი რა ჩემ შლენგლედ მინდა!!!! ამას კიდე სლემბელე ჯობია!
    --------------------
    ლორდ რონალდო ნაზარიო გოუთვეითი VS გოლ იონგი/ბასტენ იონგი
    :დდ
    Culé [?]
    #2 23 ნოემბერი 2021 20:58
    0
    ზიეჩს არ უშვებენ და ვერნერი გაიკეთოს ერთ ადგილში აბრამოვიჩმა
    --------------------
    CULE FOREVER
    ფანი [?]
    #1 23 ნოემბერი 2021 20:49
    0
    არცერთი არ ვარგა