მარათონი: მე და ბარსელონა

მარათონი: მე და ბარსელონა

ყველამ კარგად იცის ის ფაქტი, რომ "ბარსელონას" ისტორიაში ახლა ერთ-ერთი ყველაზე რთული პერიოდის გავლა უწევს. ეკონომიკურ და ფსიქოლოგიურ კრიზისს ისიც ემატება, რომ შუა სეზონში რონალდ კუმანის გათავისუფლება და ჩავი ერნანდესის ახალ მწვრთნელად დანიშვნა გახდა საჭირო.

ნებისმიერ შემთხვევაში, უამრავი წაგებისა და დაცემის მიუხედავად, დღეს მაინც ყველა ველოდებით "ბენფიკასთან", შეიძლება ითქვას, საბედისწერო მატჩს, თუმცა, ყველაზე ცუდი შედეგის შემთხვევაშიც კი, ეჭვი არავის გვეპარება, რომ ჩვენი საყვარელი კლუბის გულშემატკივრობას მაინც არ შევწყვეტთ.

მაშ ასე - ჟამიანობისას ერთმანეთის გამხნევებისა და გვერდში დგომის მიზნით, ასევე ახალი ეპოქის დაწყების აღსანიშნავად, გთავაზობთ 30-დღიან მარათონს.

შეავსე ბმულზე მოცემული ბლანკი და მოხვდი იმ 30 ადამიანს შორის, რომელთა ისტორია Barcamania.ge-ზე ყოველდღიურად - 1 თვის განმავლობაში გამოქვეყნდება.

გაუზიარე შენი და ბარსელონას ისტორია ბარსამანიას დიდ ოჯახს!

* აუცილებელი მითითება:

  • ეცადეთ, რომ თქვენი ნაწერი იყოს მაქსიმალურად საინტერესო და კრეატიული.
  • შეგიძლიათ გაიხსენოთ მომენტი, როდესაც "ბარსელონა" პირველად შეამჩნიეთ და მხარდამჭერი გახდით
  • თუ არსებობდა ფეხბურთელი, რომელმაც კლუბი შეგაყვარათ და როგორ
  • გაიხსენეთ თქვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი მოგონება: იქნება ეს საუკეთესო მატჩი, თუ დასამახსოვრებელი და ყველაზე ემოციური გოლი.
  • აუცილებლად შეეხეთ ამჟამინდელი მდგომარეობის თემასაც - რატომ გულშემატკივრობთ ასეთ რთულ პერიოდში ბარსას და არა სხვა გუნდს?

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 5 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #5 24 ნოემბერი 2021 21:29
    1
    "თუ არსებობდა ფეხბურთელი, რომელმაც კლუბი შეგაყვარათ და როგორ"
    არც დამიჯერებენ ალბათ სიმართლე რო დავწერო. 1974 წელს გერმანიის მსოფლიოზე მხოლოდ ერთი თამაშის დასაწყისი ვნახე ფინალის, სადაც კრუიფმა მატჩის დასაწყისშივე სლალომით გაიარა გერმანელების დაცვა და საჯარიმოში მოცელეს კიდეც. გოლი კი ნეესკენსმა გაიტანა, მაგრამ კრუიფმა დიდად იმოქმედა. იმ დღიდან რო გავიგე ბარსელონას ფეხბურთელი იყო ბარსა უაზროდ შემიყვარდა. მეტი აღარ მაყურებინეს ჯარში ვიყავი და "პოსტზე" გასვლამ მომიწია. დამიჯერეთ იმ დროს შეუძლებელი იყო საყვარელი გუნდის თამაშის ხილვა. საბჭოთა კავშირში მარტო მსოფლიო და ევროპის ჩემპიონატებს აჩვენებდნენ, საკლუბოზე კი ჩემპიონთა თასს, ევროპის თასის მფლობელთა თასს და უეფას თასს ისიც მხოლოდ ფინალებს. ამიტომ საყვარელ გუნდს და ფეხბურთელს წელიწადში ერთ-ორჯერ თუ ვნახავდით.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #4 24 ნოემბერი 2021 13:40
    0
    მე და ბარსელონა - მე და ბარსა 😞
    ფანი [?]
    #3 23 ნოემბერი 2021 21:57
    0
    ალბათ ჩემს ნაწერს არ დადებთ საიტზე,მაგრამ კარგი იქნება თუ სტაჟიან გულშემატკივრებთან ერთად ახალბედა კულეების ისტორიებსაც გაგვაცნობთ❤️
    გულშემატკივარი [?]
    #2 23 ნოემბერი 2021 21:55
    0
    რა კარგად მოგიფიქრებიათ და სადამდე გვაქვს დრო?
    მწერალი [?]
    #1 23 ნოემბერი 2021 20:32
    0
    <3
    --------------------
    LIONEL ANDRES LEO MESSI