ბრეითუეიტი, შესაძლოა, იანვარში დაბრუნდეს

ბრეითუეიტი, შესაძლოა, იანვარში დაბრუნდეს

მარტინ ბრეითუეიტი "ბარსელონას" აგვისტოს შემდეგ ვერ ეხმარება, რაც, გუნდის ამჟამინდელი სიტუაციიდან გამომდინარე, დიდი დანაკლისია.

დანიელი თავდამსხმელი 29 აგვისტოს, "ხეტაფეს" წინააღმდეგ გამართულ მატჩში (2-1) დაშავდა, რის შემდეგაც გამოცდილ მოთამაშეს 14 შეხვედრის გამოტოვება მოუხდა.

Sport-ის ინფორმაციით, თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით წავა, 30 წლის ფეხბურთელი კატალონიური გრანდის დახმარებას იანვრის შუა რიცხვებიდან შეძლებს.

ტრავმამდე ბრეითუეიტმა ლა ლიგაში 3 მატჩი ჩაატარა, "სოსიედადთან" გამართულ პირველ შეხვედრაში კი დუბლი მიითვალა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 4 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #4 24 ნოემბერი 2021 21:34
    0
    ალბათ ალვესს ელოდება, კარგი მეპასე უნდა.
    ფანი [?]
    #3 23 ნოემბერი 2021 22:53
    0
    ციტატა: jacky iakovenko
    ციტატა: MeMpiS..
    რა უქნეს ასეთი, ეს მაინც არ იმტვრეოდა ხოლმე🤣🤣

    ეს სეზონში ერთხელ და გვარიანად იმტვრევა 😂😂😂

    თქვენ იცინეთ და დეპაის ამის და ფატის მეტი გამტანები არაგვყავს 😂 ტფუიი ბრაითვეითი რო მოგენატრება კაცს! ნუ სლემბელეს მაინც ჯობია :დდ
    --------------------
    ჩავიესტა vs სუა მესი
    წევრი [?]
    #2 23 ნოემბერი 2021 19:31
    1
    ციტატა: MeMpiS..
    რა უქნეს ასეთი, ეს მაინც არ იმტვრეოდა ხოლმე🤣🤣

    ეს სეზონში ერთხელ და გვარიანად იმტვრევა 😂😂😂
    ფანი [?]
    #1 23 ნოემბერი 2021 19:09
    2
    რა უქნეს ასეთი, ეს მაინც არ იმტვრეოდა ხოლმე🤣🤣
    --------------------
    CULE FOREVER