აბიდალი ცოლს ბოდშს უხდის - "მე ამ დამცირებას ვიმსახურებ"

აბიდალი ცოლს ბოდშს უხდის - "მე ამ დამცირებას ვიმსახურებ"

"ბარსელონას" ყოფილ ფეხბურთელსა და სპორტულ დირექტორს, ერიკ აბიდალს პირად ცხოვრებაში რთული პერიოდი უდგას, იმდენად რთული, რომ მან მეუღლეს ემოციური სიტყვით საჯაროდ მიმართა.

ერიკ აბიდალი "ბარსელონას" ყოფილ ქალ ფეხბურთელთან, კეირა ამრაუისთან რომანში ამხილეს, თუმცა მთელ ამბავში მეუღლის ღალატი ყველაზე კეთილი მონაკვეთია. არსებობს ეჭვი, რომ აბიდალის ცოლმა, ერიკისა და კეირას რომანის გაგების შემდეგ, ახლა უკვე პსჟ-ში მოთამაშე ფეხბურთელზე შურისძიება გადაწყვიტა და მიზანი სისრულეში საკმაოდ სასტიკი მეთოდებით მოიყვანა.

ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ აიეტ აბიდალმა ერიკთან განქორწინებაზე განცხადება შეიტანა, დღეს კი "ბარსას" ყოფილმა ფეხბურთელმა ჯერ კიდევ მეუღლეს ინსტაგრამზე პოსტი მიუძღვნა.

აიეტ, მაპატიე. რა გადაწყვეტილებაც არ უნდა მიიღო, შენ ყოველთვის ჩემი ცხოვრების ქალად დარჩები. მე ამ დამცირებას ვიმსახურებ, თუნდაც ის მკლავდეს. ღმერთმა ინებოს, რომ ერთხელაც მაპატიო.

- წერს აბიდალი Instagram-ზე.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 9 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #9 24 ნოემბერი 2021 21:40
    0
    ეშინია აბა რა, განქორწინება და სიმწრით ნაშოვნ მილიონებს დააყრევინებს, იქ ღალატზე შენდობა არ არის ეს კი ქლიავი აღმოჩნდა ვერც დამალა ამ უტვინომ.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #8 24 ნოემბერი 2021 13:02
    0
    ოთხზე დადექი და ეხვეწე ახლა.
    ფანი [?]
    #7 23 ნოემბერი 2021 20:55
    0
    ჩვენ რა მართლა თურქულ სერიალში ვართ თუ მეჩვენება? 😅😅
    --------------------
    ჩავიესტა vs სუა მესი
    გულშემატკივარი [?]
    #6 23 ნოემბერი 2021 20:15
    0
    პოპულისტ
    Culé [?]
    #5 23 ნოემბერი 2021 19:37
    1
    დადადადადა, ლათინოამერიკული სერიალი, გავხალისდი smiley
    ფანი [?]
    #4 23 ნოემბერი 2021 19:05
    1
    ბარსას კრიზის, ამ ამბავთან შედარებით არაფერია!
    მეტი ახალი ამბავი არა დღეს ბენფიკასთან გადამწყვეტი თამაში გვაქვს!
    წევრი [?]
    #3 23 ნოემბერი 2021 18:21
    1
    ყვითელი პრესაც იდება ბარსამანიაზე თუ რა ხდება
    გულშემატკივარი [?]
    #2 23 ნოემბერი 2021 17:37
    1
    ბართომეუს ხელში ყველა გამოსლევდა
    ფანი [?]
    #1 23 ნოემბერი 2021 17:31
    1
    სერიალი გრძელდებააა, დავინტრიგდი უკვე, ჩვეულებრივი საპნის ოპერაა🤣🤣🤣
    --------------------
    CULE FOREVER