ლიონელ მესი: ალვესის ბარსელონაში დაბრუნებამ გამაკვირვა

ლიონელ მესი: ალვესის ბარსელონაში დაბრუნებამ გამაკვირვა

"ბარსელონას" ლეგენდარულმა ფეხბურთელმა ლიონელ მესიმ Marca-სთან ინტერვიუში დანი ალვესის კატალონიურ კლუბში დაბრუნებაზეც ისაუბრა.

სიმართლე გითხრათ, მისმა დაბრუნებამ გამაკვირვა, განსაკუთრებით ამ მომენტში.

ვფიქრობ, ალვესი კარგი შენაძენია. როგორც ჩავის შემთხვევაში, დანი ახალგაზრდებისთვის მნიშვნელოვანი იქნება. ალვესი მათ განვითარებაში დაეხმარება, რადგან ის გამარჯვებულადაა დაბადებული. დანი მათ ბევრ რამეს გაუზიარებს. ის ამას ახლგაზრდებთან მიმართებით თამაშებისა და ვარჯიშების დროსაც გააკეთებს.

ალვესი ასევე დიდ როლს ითამაშებს მოედნის ფარგლებს მიღმა თავისი ყოველდღიური შრომით, ერთგულებითა და გამარჯვების სურვილით. მას ყოველთვის მოგება უნდა.

მესი და ალვესი თანაგუნდელები 2008-2016 წლებში იყვნენ. მათ ერთად 349 მატჩი ჩაატარეს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 2 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Culé [?]
    #2 23 ნოემბერი 2021 18:55
    1
    შენ კი არა ყველა გაგვაკვირვა ლეო
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 23 ნოემბერი 2021 14:10
    1
    რა ქნა ამ ბართუშამ არ უტირა დედა გუნდს? რა გუნდი დაანგრია იმ უსინდისომ.