რომელია ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე პოპულარული გოლი?

რომელია ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე პოპულარული გოლი?

რომელია ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო გოლი? ამ კითხვაზე პასუხი არ არსებობს და ვერც ვერასდროს იარსებებს, რადგან იმდენი გოლია გატანილი, რომელსაც ამ სტატუსზე აქვს პრეტენზია... და კიდევ იმდენი გავა...

მაგრამ შეგვიძლია ვნახოთ, თუ რომელი გოლია ყველაზე პოპულარული. Talksport-მა ამის დასადგენად შემოგვთავაზა, დავითვალოთ Youtube-ზე ნახვების რაოდენობა.

ყველაზე პოპულარულ 15 გოლში "ბარსელონური" მხოლოდ ერთია, მაგრამ შესაბამის ადგილზე. თხუთმეტეულში ყველაზე მეტჯერ, 3-ჯერ ზლატან იბრაჰიმოვიჩი მოხვდა. საინტერესოა, რომ მესის მიერ რამდენიმე დღის წინ "რეიმსის" კარში გატანილი გოლი უკვე მე-7 ადგილს იკავებს. ასევე თვალსაჩინოა სხვაობა პირველ და მეორე ადგილებს შორის.

მაშ ასე, Youtube-ზე ყველაზე პოპულარული გოლების თხუთმეტეული:

# გოლი ნახვა
15 მარტა vs აშშ (2007) 2 781 554
14 ზლატან იბრაჰიმოვიჩი vs ბოლონია (2008) 2 861 471
13 მარკო ვან ბასტენი vs საბჭოთა კავშირი (1988) 3 135 866
12 დენის ბერგკამპი vs ნიუკასლი (2002) 3 274 747
11 მაქსი როდრიგესი vs მექსიკა (2006) 3 417 379
10 ტიერი ანრი vs მანჩესტერ იუნაიტედი (2000) 3 466 934
9 რობერტო კარლოს vs საფრანგეთი (1997) 4 321 460
8 ზინედინ ზიდანი vs ლევერკუზენი (2002) 4 754 162
7 ლიონელ მესი vs რეიმსი (2021) 6 564 690
6 სერხიო აგუერო vs ქპრ (2012) 6 611 822
5 ზლატან იბრაჰიმოვიჩი vs ინგლისი (2012) 6 951 217
4 ზლატან იბრაჰიმოვიჩი vs ლოს ანჯელესი (2018) 9 086 567
3 დევიდ ბექჰემი vs საბერძნეთი (2001) 15 482 673
2 დიეგო მარადონა vs ინგლისი (1986) 18 026 450
1 ლიონელ მესი vs რეალი (2017) 69 989 641

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 4 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #4 24 ნოემბერი 2021 13:07
    0
    რამხელა სხვაობაა პირველ და მეორე ადგილს შორის.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 23 ნოემბერი 2021 14:21
    1
    ციტატა: BEQA BARCA
    ჩემი აზრით აქ ჯეკას ქუსლით გატანილი გოლუც უნდა იყოს. საუკეთესო გოლუს დასახელება კი ძალიან რთულია.

    ეს ცხრილი საუკეთესოს გამოსავლენი არ არის აქ ყველაზე პოპულარებია იუტუბზე ნახვებით. შეიძლება ბევრი გოლი იყოს ამაზე ლამაზი, მაგრამ აქ ლაპარაკია რომელ გოლს ნახულობენ ყველაზე ხშირად.
    ასეც უწერიათ: Youtube-ზე ყველაზე პოპულარული გოლების თხუთმეტეული
    ფანი [?]
    #2 23 ნოემბერი 2021 13:04
    4
    ეგ ძაან iconic გოლია, დღეში ორასჯერ რომ ვუყურო არ მომბეზრდება, არადა გუშინდელი დღესავით მახსოვს , ჩემი აზრით ეგ კლასიკო ისტორიაში ერთ ერთი საუკეთესო იყო💙❤
    --------------------
    CULE FOREVER
    Culé [?]
    #1 23 ნოემბერი 2021 13:04
    3
    ჩემი აზრით აქ ჯეკას ქუსლით გატანილი გოლუც უნდა იყოს. საუკეთესო გოლუს დასახელება კი ძალიან რთულია.
    --------------------
    🗣Johan Cruyff:🗣
    ფეხბურთის თამაში მარტივია, თუმცა მარტივი ფეხბურთის თამაში - რთული"