ლეო მესი: ბარსელონასთვის ყოველთვის საუკეთესო მინდა

ლეო მესი: ბარსელონასთვის ყოველთვის საუკეთესო მინდა

"ბარსელონას" ლეგენდამ და "პარი სენ-ჟერმენის" ამჟამინდელმა შემტევმა ლიონელ მესიმ Marca-სთან ინტერვიუში მის მშობლიურ კლუბზე ისაუბრა და მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი ჟოან ლაპორტას განცხადებასაც გამოეხმაურა.

"ბარსელონასთვის" ყოველთვის საუკეთესო მინდა. "ბლაუგრანას" ფანი ვარ, იმის მიუხედავადაც, რომ ახლა იქ აღარ ვთამაშობ.

მაცნობეს, რომ ვერ დავრჩებოდი, ჩემს კონტრაქტს ვერ გაახანგრძლივებდნენ. არ ვიცი, იყო თუ არა სხვა რამეში საქმე ფინანსური საკითხის გარდა. როგორც აღვნიშნე, შემატყობინეს, რომ ახალ ხელშეკრულებას ვერ გამიფორმებდნენ.

ლაპორტას განცხადება ჩემი და ინიესტას შესაძლო დაბრუნებაზე? როგორც ფეხბურთელის? ყოველთვის ვამბობდი, რომ "ბარსაში" დავბრუნდებოდი, რადგან ეს ჩემი სახლია. ცხადია, თუ კლუბის დახმარება შემეძლება, სიამოვნებით დავბრუნდებოდი.

მესიმ კატალონიური კლუბი გასულ ზაფხულში მისი ნების საწინააღმდეგოდ დატოვა და პსჟ-ში გადავიდა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 5 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    გულშემატკივარი [?]
    #5 23 ნოემბერი 2021 18:17
    0
    ციტატა: Iniesta_8
    ციტატა: VanillaDream
    ძაან მეწყონა მაგ ბაყაყიჭამიებში, რომ წახვედი. მაგრად მინდოდა პრემიერ ლიგაში გადასიყავი და აგეოხრებინა იქაურობა, მაგრამ რაც არის ეგ არის. იმედი მაქვს კარიერის ბოლმდე ერთ-ორ ლიგას გამოკრავ ხელს მაგას ნამდვილად იმსახურებ.

    არ უნდოდა გვარდიოლას და სხვა გუნდში არც გადავიდოდა. პსჟ-ს ასე თუ ისე აქვს ლიგის მოგების შანსი თუ შეთამაშდებიან ფეხბურთელები, მარა ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს ვინ მოიგებს, ბარსა რომ ვერა ეგ უკვე გასაგებია.

    სიტი არაა მარტო პრემიერ ლიგაში…
    --------------------
    ბარსა კი არა ჩასვრაა უკვე ეს ყველაფერი.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #4 23 ნოემბერი 2021 14:28
    0
    ამ ინტერვიუზე, უკვე გასცა პასუხი ლაპორტამ. მათი ფეხბურთელებად დაბრუნება არ მიგულისხმია-ო. ისინი ბარსელონაში ცხოვრობენ და რა თქმა უნდა სახლში დაბრუნდებიანო.
    საერთოდ რაღაც არასისტემურად იწერება ნიუსები, ჯერ დაიწერა ლაპორტას განცხადება. მერე ასევე ლაპორტას პასუხის პასუხი და ამ დროს შუალედში ლეოს უპასუხია რომელსაც ახლაღა წერთ. რაღაცა ქრონოლოგია ხო უნდა იყოს დაცული სერიოზულ საიტზე.
    გულშემატკივარი [?]
    #3 23 ნოემბერი 2021 13:41
    0
    აუცილებლად ბარსაში უნდა დაასრულოს ლეომ კარიერა ბოლო 2 სეზონი აუცილებლად აუცილებლად.
    Culé [?]
    #2 23 ნოემბერი 2021 13:21
    1
    ციტატა: VanillaDream
    ძაან მეწყონა მაგ ბაყაყიჭამიებში, რომ წახვედი. მაგრად მინდოდა პრემიერ ლიგაში გადასიყავი და აგეოხრებინა იქაურობა, მაგრამ რაც არის ეგ არის. იმედი მაქვს კარიერის ბოლმდე ერთ-ორ ლიგას გამოკრავ ხელს მაგას ნამდვილად იმსახურებ.

    არ უნდოდა გვარდიოლას და სხვა გუნდში არც გადავიდოდა. პსჟ-ს ასე თუ ისე აქვს ლიგის მოგების შანსი თუ შეთამაშდებიან ფეხბურთელები, მარა ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს ვინ მოიგებს, ბარსა რომ ვერა ეგ უკვე გასაგებია.
    გულშემატკივარი [?]
    #1 23 ნოემბერი 2021 12:35
    2