მესი: ჩავისთან ერთად ბარსელონა ძალიან მოუმატებს

მესი: ჩავისთან ერთად ბარსელონა ძალიან მოუმატებს

"ბარსელონას" ლეგენდამ და მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელმა, ლიონელ მესიმ ცოტა ხნის წინ Marca-ს ინტერვიუ მისცა. ბუნებრივია, არგენტინელმა კომენტარი კატალონიელთა ახალ მთავარ მწვრთნელზე, ჩავი ერნანდესზეც გააკეთა.

გთავაზობთ ინტერვიუს იმ მონაკვეთს, სადაც მესი ჩავიზე საუბრობს.

რას შემატებს ჩავი "ბარსელონას"?

ის გუნდს ბევრს შემატებს. ის არის მწვრთნელი, რომელმაც ბევრი რამ იცის, შესანიშნავად იცნობს კლუბს და ამ ქალაქში ბავშვობიდან ცხოვრობს. ჩავიმ "ბარსელონას" ილუზიები განაახლა, რადგან ის გულშემატკივრებსა და ფეხბურთელებში დიდი პატივისცემით სარგებლობს. ახალგაზრდებისთვის ის ძალიან მნიშვნელოვანი მწვრთნელი იქნება, რადგან მათ ბევრ რამეს ასწავლის. მასთან ერთად გუნდი ძალიან მოუმატებს, ამაში ეჭვი არ მეპარება.

ჩავიმ თქვა, რომ მწვრთნელად დანიშვნის შემდეგ სახუმარო შეტყობინება გაუგზავნეთ...

ჩავისთან ხშირად ვსაუბრობ. ჩვენ მეგობრები ვართ და ერთმანეთს ბევრ რამეს ვუზიარებთ. გუნდიდან მისი წასვლის შემდეგ კონტაქტი არ გაგვწყვეტია. ზუსტად არ მახსოვს, რა მივწერე, მივულოცე და წარმატებები ვუსურვე. რა თქმა უნდა, ის საქმეს თავს კარგად გაართმევს, რადგან ბევრი რამ იცის, შრომისმოყვარეა და სახლსაც კარგად იცნობს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 4 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    წევრი [?]
    #4 23 ნოემბერი 2021 14:58
    0
    ამის ნაირი კარგია მარა ეს ერთია ესეთი უმაგრესი ხარ ლეო ❤️ მე დანგრეული ბარსადან დავიწყე ბალიშიკინა და ვნახე აწყობაც და ეხლაც ველი კიდევ აწყობას

    ულამაზესი ეპოქის მომსწრე გავხდი ამ კაცის ნახვით❤️❤️❤️
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 23 ნოემბერი 2021 14:42
    0
    ციტატა: MeMpiS..
    ეჰ, ახლანდელ ბარსას როგორ დააკვდებოდა მესი

    არა ლეო დასეირნობდა მოედანზე თურმე და რყვნიდა ახალგაზრდებს. ახალ ერას ვერ იწყებდა ბარსა, გააგდეს და დაიწყო სასწაული აღორძინება. მესი ამას ხელს შეუშლიდა.(ასე ამბობენ)
    ფანი [?]
    #2 23 ნოემბერი 2021 12:52
    0
    ეჰ, ახლანდელ ბარსას როგორ დააკვდებოდა მესი
    --------------------
    CULE FOREVER
    ფანი [?]
    #1 23 ნოემბერი 2021 11:27
    1
    ეჰჰ ლეო ნეტავ შენც აქ იყო🙄უფრო უკეთეს შედეგს დადებდა ხავი ამ სეზონში იმიტო შენნაირი კაცი გვჭირდება ზუსტად 🥲