ერთი დღე "ბარსას" ისტორიაში - 23 ნოემბერი

წარმოგიდგენთ რუბრიკას "ერთი დღე "ბარსელონას" ისტორიაში". ამჯერად შემოგთავაზებთ "ბარსელონასთან "დაკავშირებულ მოვლენებს, რომლებიც 23 ნოემბერს მოხდა.
თამაშები
23 ნოემბერს "ბარსელონამ" 23 ოფიციალური თამაში ჩაატარა, საიდანაც კატალონიელებმა 10 მოიგეს, 5 ფრედ დაასრულეს და 8 წააგეს.
1924 წელი
"ესპანიოლთან" გამართული შეხვედრის დროს მსაჯმა ჟოზეპ სამიტიერი მეტოქისთვის ხელის კვრის გამო მოედნიდან გააძევა. ამ გადაწყვეტილებით უკმაყოფილო გულშემატკივრებმა მოედანზე ათასობით მონეტა ისროლეს, რის გამოც თამაში შეწყდა.
1943 წელი
დაარსდა "ბარსელონას" ხელბურთის სექცია.
1952 წელი
"ბარსელონა" "რეალ მადრიდთან" იგებდა, მაგრამ 5 წუთში გატანილი 2 გოლის წყალობით გამარჯვება მადრიდელებს დარჩათ.
1960 წელი
"ბარსელონამ" ჩემპიონთა თასიდან (ამჟამინდელი ჩემპიონთა ლიგა) მოქმედი ჩემპიონი "რეალ მადრიდი" გამოაგდო. ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც მადრიდული გუნდი ჩემპიონთა თასიდან გამოვარდა. მადრიდში 2-2 თამაშის შემდეგ "კამპ ნოუზე" მასპინძლებმა ვერგესისა და ევარისტოს გოლებით 2-1 მოიგეს.
1977 წელი
რინუს მიხელსის "ბარსელონა" უეფას თასზე (ამჟამინდელი ევროპა ლიგა) გუნდის მომავალი მწვრთნელის, ბობი რობსონის "იფსვიჩ თაუნთან" 0-3 განადგურდა.
1997 წელი
"ბარსელონას" საკალათბურთო გუნდში დებიუტი ჰქონდა 17 წლის ხუან კარლოს ნავაროს, რომელმაც "გრანადას" 10 წუთში 10 ქულა ჩაუგდო.
2002 წელი
"კამპ ნოუზე" გამართული "ელ კლასიკო" უგოლოდ დასრულდა.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 2 ]