დერბის დროს ანსუ ფატის სახლში მძარცველები შეიჭრნენ

დერბის დროს ანსუ ფატის სახლში მძარცველები შეიჭრნენ

LaVanguardia-ს ინფორმაციით, მაშინ, როდესაც ანსუ ფატი "ბარსელონასა" და "ესპანიოლის" მატჩს ტრიბუნებიდან უყურებდა, მისი სახლი გაძარცვეს.

როგორც ცნობილია, ანსუს ოჯახის წევრები ქვედა სართულზე იმყოფებოდნენ, მძარცველები კი სახლში ზედა სართულიდან შეიჭრნენ.

"დაახლოებით საღამოს 10 საათისთვის 112-ის ქოლცენტრში დახმარების თხოვნის მიზნით ზარი შევიდა. როგორც აღოჩნდა, მძარცველები სახლის ზედა სართულზე შეიჭრნენ. 

როდესაც სამართალდამცავები ადგილზე გამოცხადდნენ, იმ დროისათვის, სავარაუდო ბრალდებულები აღარ იმყოფებოდნენ და მათ მხოლოდ არეული ოთახი შერჩათ, სადაც სიგნალიზაცია და სათვალთვალო კამერები გათიშული იყო", - ვკითხულობთ გამოცემაში.

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 3 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    წევრი [?]
    #3 23 ნოემბერი 2021 00:32
    0
    ოხ ვლადიმერ ვლადიმეროვიჩ პუტინ,ფატისაც გადაწვდით ხომ ? 🤣🤣🤣🤣🤣 საქართველოში შემოიჭრა გაგანია ოლიმპიადის დროს,დაელოდა დერბის და გაგანია თამაშის დროს გაძარცვა ფატი 🤣🤣🤣🤣
    Culé [?]
    #2 22 ნოემბერი 2021 23:07
    4
    პიკეს სახლი,რომ გაძარცვა ქართველმა,ანსუს სახლიც მაგის ნახელავია უეჭველი.
    --------------------
    The Catalan Kings Lead In Madrid
    ფანი [?]
    #1 22 ნოემბერი 2021 23:00
    6
    ჩვენები იქნებოდნენ უეჭველი laughing