The Best-ის ჯილდოსათვის ბარსელონას 4 ქალი ფეხბურთელი იბრძვის

The Best-ის ჯილდოსათვის ბარსელონას 4 ქალი ფეხბურთელი იბრძვის

FIFA-მ ცოტა ხნის წინ The best-ის ჯილდოსათვის ბრძოლის ნომინანტი ქალი ფეხბურთელები დაასახელა.

სასიხარულოა ის ფაქტი, რომ 13 აპლიკანტიდან, 4 კატალონიის "ბარსელონას" რიგებში ირიცხება. ესენი არიან: ალექსია პუტელიასი, აიტანა ბონმატი, ჯენიფერ ერმოსო და გრაჰამჰ  ჰანსენი.

აღსანიშნავია, რომ კოვიდრეგულაციებიდან გამომდინარე, დაჯილდოების ცერემონია დისტანციურ რეჟმში 17 იანვარს გაიმართება.

Mundo Depotivo-ს ვერსიით, ზემოხსენებული ტიტულისათვის ბრძოლაში ფავორიტი ალექსია პუტელიასია. ის 29 ნოემბერს ქალების "ოქროს ბურთის" მოგებისათვის მთავარი კანდიდატია.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 2 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    ფანი [?]
    #2 23 ნოემბერი 2021 09:11
    0
    ეე არადა ლიკე მარტენსის მივცემდი მაგარი გოგოა ნუ ფიზიკურად და ისედაც ფეხბურთელი მხეცია😃😃😃😃
    წევრი [?]
    #1 23 ნოემბერი 2021 00:36
    2
    4 კიარა ეგენი მთელი გუნდი დასაჯილდოვებლები არიან,და საერთოდ ჟურნალმა თაიმ-სმა ესენი უნდა გამოაცხადონ წლის ადამიანებათ იმიტომ რომ იმსახურებენ და კიდევ სტატიის ავტორიც მიაყოლოს გამოცდების უნაკლოდ ჩაბარებისთვის ,მანაც დაიმსახურა 😍♥️