ალბას პრესკონფერენცია ბენფიკასთან თამაშის წინ

ალბას პრესკონფერენცია ბენფიკასთან თამაშის წინ

"ბარსელონას" მარცხენა მცველი ჟორდი ალბა "ბენფიკასთან" მნიშვნელოვანი შეხვედრის წინ პრესკოფერენციაზე ჟურნალისტების წინაშე წარსდგა.

"ესპანიოლთან" მატჩმა თავდაჯერებულობა შეგვმატა. მოგება დავიმსახურეთ. გაგვიჭირდა, მაგრამ თავს ძალიან კარგად ვგრძნობთ. ხვალ ფინალია და შინ ფანების წინაშე თამაშის უპირატესობა უნდა გამოვიყენოთ.
ჩავის, როგორც მწვრთნელსა და მეგობარს, დიდ პატივს ვცემ. ის დაგვეხმარება. ამ კვირაში უკვე გამოჩნდა, რომ გუნდი შეიცვალა.
ჩავიმ ფეხბურთელებთან გასაუბრებაზე დიდი აქცენტი გააკეთა. მას უნდოდა, ყველას აზრი გაეგო.
წესები? ვფიქრობ, გუნდისთვის წესები ნორმალურია. თუ გნებავთ, რაც გინდათ, ის უწოდეთ... მაგალითად, წესრიგი. ვფიქრობ, ყველა თავის ქმედებებზეა პასუხისმგებელი. დარწმუნებული ვარ, ეს ძალიან წაგვადგება.
"ბენფიკასთან" სტუმრად ჩატარებული თამაში? გოლის გატანის უამრავი შანსი გვქონდა და არც ისე ცუდად ვითამაშეთ, მაგრამ 0-3 წავაგეთ. ხვალიდნელ მატჩში რევანშზე უნდა ვიფიქროთ.
აგუერო? რთული სიტუაციაა. უნდა მოვითმინოთ და ვნახოთ, რა მოხდება.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 2 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 22 ნოემბერი 2021 20:35
    6
    მოვიგოთ, რა პრობლემაა. პროსტო ბურთები უნდა გავიტანოთ და შტეგენმა არ გაუშვას, მარტივია.
    ფანი [?]
    #1 22 ნოემბერი 2021 20:19
    3
    ისე მაინც კარგია ასეთი ვეტერანების ყოლა, ერთგვარ ბალანსს ჰქმნის, ალბა ნაღდად არ იყო ცუდი წელს , უკვე 5 თუ 6 ასისტიც დაუგროვდა, მართლაც რომ მოსაგები თამაში გველის და აუცილებლად უნდა მოვიგოთ
    --------------------
    CULE FOREVER