ჩავის პრესკონფერენცია ბენფიკასთან მატჩის წინ

ჩავის პრესკონფერენცია ბენფიკასთან მატჩის წინ

"ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა ჩავი ერნანდესმა "ბენფიკასთან" ხვალინდელი თამაშის წინ პრესკონფერენცია გამართა და ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.

"ესპანიოლთან" მატჩიდან მეორე დღეს თამაშით უფრო კმაყოფილი ვიყავი. შეხვედრის განმეორებით ნახვის შემდეგ შევნიშნე, რომ 82-83 წუთამდე ძალიან კარგად ვითამაშეთ.
ეს ჩემპიონთა ლიგაა. ტემპი და ინტენსივობა უფრო მაღალი იქნება. "ბენფიკამ" დაამტკიცა, რომ ძალიან სახიფათო გუნდია.
თუ მოვიგებთ, ყველაფერი კარგად დასრულდება. ოპტიმისტები უნდა ვიყოთ და ამის გვჯეროდეს... თუმცა, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ "ბენფიკასთან" სტუმრად 0-3 წავაგეთ.
ვნახოთ, როდის გამოჯანმრთელდებიან დესტი, დემბელე და რობერტო. ფაქტობრივად, სუფთა გარემარბების გარეშე ვართ. შესაძლოა, დემირს ან კოუტინიოს თამაში შეუძლიათ, მაგრამ პოზიციით ყველა გარემარბი ტრავმირებულია.
ვფიქრობ, პედრიმ Golden Boy-ს ჯილდოს დაიმსახურა. ის სხვაობას ქმნის. პედრის გამო ბედნიერი ვარ, რადგან მას ახლა რთული პერიოდი უდგას, რაც ტრვმითაა გამოწვეული.
მინგესა, ბუსკეტსი და ნიკო სათამაშოდ მზად არიან.
დემბელე დაბრუნება? ვნახოთ, როგორ გრძნობს თავს უსმანი. ყველაფერი მასზეა დამოკიდებული.
მადლობას ვუხდი ფანებს, რადგან ჩემს ცხოვრებაში არ მინახავს ისეთი ატმოსფერო, როგორიც შაბათს იყო. გულშემატკივრები გვჭირდება, რათა მათ მხარი დაგვიჭირონ და გაგვამხნეონ.
სათამაშო სისტემის გარდა, მოედანზე აზროვნება ფუნდამენტური მნიშვნელობისაა. ბურთის ფლობა, სწრაფი პრესინგი და აგრესიულობა - ეს ისაა, რაც მინდა.
ძალიან კარგი 5 ცენტრალური მცველი გვყვავს. ისინი მთელი სეზონის განმავლობაში დაგვჭირდება.
ძალიან ბედნიერი ვარ. "ბარსელონას" მწვრთნელობა თავს პრივილეგირებულად მაგრძნობინებს. ვფიქრობ, შესანიშნავი გუნდი გვყავს იმისათვის, რომ ნებისმიერ მეტოქესთან ვიბრძოლოთ... თუმცა, მოედანზე უნდა ვაჩვენოთ, რომ "ბარსა" ვართ.
ტერ შტეგენი ჩვენთვის ფუნდამენტურია... ის მსოფლიოს 3 საუკეთესო მეკარეს შორისაა. ის შესანიშნავად თამაშობს ფეხით. მარკი დაზღვევის გარანტია.
აკომაჩი ახალგაზრდული ლიგის ბოლო თამაშში მოედნიდან გააძევეს, ამიტომ დისკვალიფიკაციის გამო ის ხვალ ვერ ითამაშებს.
ფიზიკურობა დამოკიდებულია სათამაშო მოდელზე. ჩემი პრიორიტეტი ფიზიკური სიძლიერე არაა, მაგრამ ნიკოსა და დე იონგის წყალობით ეს კომპონენტიც გვაქვს.
"ალ სადის" არცერთი ფეხბურთელის შეძენის ინტერესი არ მაქვს. არ ვიცი, საიდან გავრცელდა ეს ინფორმაცია.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 12 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #12 23 ნოემბერი 2021 10:48
    1
    ფინალის ტოლფასი თამაშია დღეს და უეჭველი მოსაგებია ამდენ სორცხვის ჯგუფში ჩარჩენის სირცხვილსაც ნუ დავამატებთ
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    ფანი [?]
    #11 22 ნოემბერი 2021 23:28
    2
    ""ძალიან კარგი 5 ცენტრალური მცველი გვყვავს. ისინი მთელი სეზონის განმავლობაში დაგვჭირდება""!
    ===============
    ვაი.. wink ლენგლეც კარგებს მიათვალა..
    worried worried worried
    Culé [?]
    #10 22 ნოემბერი 2021 22:15
    6
    არაუხო ათამაშე ცხოველია,ცოცხლად შეჭამს ბენფიკას.ნეტა დესტი გამოჯანმრთელდეს შეტევაში მაინც ერთვება,მინგესა სულ მთლად გამოშტერდა.
    --------------------
    The Catalan Kings Lead In Madrid
    წევრი [?]
    #9 22 ნოემბერი 2021 22:00
    5
    პედრი დაღუპა კუმანმა ტიპს არ ასვენებდნენ ნაკრებიდან პირდაპირ სასტავში აყენებდა და ბოლო მოუღო მაინც /
    Culé [?]
    #8 22 ნოემბერი 2021 21:55
    5
    ნეტა არაუხო ათამაშოს მინგესას ჩასვრებს ფლანგზე გაანეიტრალებს ..... ოღონდ ის კუტუნიო არ იყოს და ჯანდაბას ვინც გინდა ის იყოს
    საიტის ლეგენდა  [?]
    #7 22 ნოემბერი 2021 21:13
    1
    ციტატა: nika 54
    თუ მოვიგებთ, ყველაფერი კარგად დასრულდება...
    კი გავალთ, მაგრამ მერე რას ვშვრებით, რას? გეგმა სადაა?

    ძაან თავდაჯერებული ნუ იქნები გასვლაზე. მე მაგალითად 80%-20% მგონია.
    წევრი [?]
    #6 22 ნოემბერი 2021 20:42
    5
    ჩავის ხელში ახალი ბარსა ყალიბდება!..
    საიტის ლეგენდა  [?]
    #5 22 ნოემბერი 2021 20:38
    1
    თუ მოვიგებთ, ყველაფერი კარგად დასრულდება...
    კი გავალთ, მაგრამ მერე რას ვშვრებით, რას? გეგმა სადაა?
    ფანი [?]
    #4 22 ნოემბერი 2021 20:16
    6
    იმედია მოვიგებთ, დარწმუნებული ვარ რომ ფინალის შემართებით გამოვლენ და იმედია რაღაც რაღაცები ცოტათი მაინც გააუმჯობესეს წინა მატჩის შემდეგ, კარგია ბუსი და ნიკო რომ გვეყოლება, იმედია დესტი და დემბელეც იქნებიან, სეზონის წინ ძაან დიდი შემართებით ველოდი თამაშებს მაგრამ კუმანმა ეგ განწყობა მომიკლა, მაგრამ გუშინ იმაზე ბევრად შემართული ვუყურე თამაშს ვიდრე ოდესმე მიყურებია, მიდი მაესტრო იმედია ყველაფერს მოიგებ და ყველა მიზანს მიაღწევ ბარსაში❤💙
    --------------------
    CULE FOREVER
    ფანი [?]
    #3 22 ნოემბერი 2021 20:13
    0
    ბენფიკასთან მარცხი კუმანის ბრალია მეტი არავისი უაზრო ტაქტიკა და მოუმზადებელი იგროკები...
    ეხლა ბენფიკა პრესინგს ითამაშებს და ეე მაშინ უნდა დაენძრეთ მაგათ პრესინგს ხავიც თამაშობს და ესპანიოლთან გამოჩნდა ეგ მთავარია 90 წუთი ისე ითამაშონ რომ არ მოდუნდნენ
    Culé [?]
    #2 22 ნოემბერი 2021 20:01
    6
    ბენფიკას აუცილებლად უნდა მოუგონ, ჯერ იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანია ჯგუფიდან გასასვლელად, მეორე შური უნდა იძიონ 3-0 გამო. წესით დიდი მოტივაცია უნდა იგრძნონ ფეხბურთელებმა და მაგის იმედი მაქვს, თორე სათამაშო დონე ასე მალე არ შეიცვლება.
    წევრი [?]
    #1 22 ნოემბერი 2021 20:00
    10
    ბენფიკას თუ მოვუგეთ ოფიციალურად ვიტყვი რომ ჩავიმ ჩვენი იმედები გაამართლა