პედრი გონსალესმა Golden Boy-ს რეკორდი დაამყარა

პედრი გონსალესმა Golden Boy-ს რეკორდი დაამყარა

დღეს "ბარსელონას" ტალანტმა, პედრი გონსალესმა 2021 წლის Golden Boy დაისაკუთრა და ლეო მესის შემდეგ, კატალონიური კლუბის ისტორიაში მეორე ფეხბურთელი გახდა, რომელმაც ეს ჯილდო მოიგო.

ახლა კი ცნობილი ხდება, რომ 40 ჟურნალისტიდან, ვინც ხმა 18 წლის ნახევარმცველს მისცა, 24-მა პედრი პირველ ადგილზე გაიყვანა, 9-მ - მეორეზე, 3-მა კი - მესამეზე.

ამასთან, გონსალესმა ჯამში 318 ქულა მოაგროვა, რაც მეორე პოზიციაზე მყოფ ჯუდ ბელინგემის შედეგს 199 ქულაზე მეტით აღემატება -  Golden Boy-ის ისტორია პირველ- და მეორეადგილოსანს შორის ამხელა სხვაობა არასდროს დაფიქსირებულა.

როგორც იცით, "ოქროს ბიჭუნას" ხუთეული პედრიმ ("ბარსელონა"), ჯუდ ბელინგემმა ("დორტმუნდი"), ჯამალ მუსიალამ ("ბაიერნი"), ფლორიან ვირცმა ("ლევერკუზენი") და გავიმ ("ბარსელონა") დააკომპლექტეს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 8 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Culé [?]
    #8 22 ნოემბერი 2021 21:44
    1
    ციტატა: MeMpiS..
    rivaldo80,
    100% გეთანხმები

    და ღადაობა ისა კიდე გავიმ სულ რაღაც 10 თამაშით მე5 ადგილი დაიკავაა...)))))))))))))))
    ფანი [?]
    #7 22 ნოემბერი 2021 21:40
    1
    rivaldo80,
    100% გეთანხმები
    --------------------
    CULE FOREVER
    Culé [?]
    #6 22 ნოემბერი 2021 21:35
    2
    ვისაც ფეხბურთი ესმის ის გაიგებს რატომა პედრი მოვლენა ვინც მარტო ფინტებს სწრაფად სირბილს და გაპიარებულ ვაი ვარსკლავებს აფასებს ის ვერც ვერასდროს მიხვდება...)))))))) 18 წლის აკასში ისე კითხულობს თმაშს და ხედავს ფეხბურთს ამას ტოპ ფეხბურთელებიც კი სიბერეში ხვდებიაან...)))
    გულშემატკივარი [?]
    #5 22 ნოემბერი 2021 21:28
    2
    გავი მოიგებს მომავალ წელს. იმედია პედრი მალე განიკურნება.
    Culé [?]
    #4 22 ნოემბერი 2021 19:30
    2
    ციტატა: VanillaDream
    არ მჯერა მე პედრის დიდი ფეხბურთელიბის და მომკალით, თუ გინდა. იმედია ვცდები. გავის ბევრად დიდი მომავალი აქვს.

    გავი გაისად მოიგებს;
    რაღაც ჩავიესტას დუეტს ველოდებით მათგან, მაგრამ სავარაუდოდ განსხვავებული დუეტი იქნება, ალბათ ნიკო დადგება საყრდენზე მათ უკან, სავარაუდოდ კიდევ უნდა გამოჩნდნენ ლა მასიელი ტალანტები, რომლებიც შემადგენლობას დააბალანსებენ
    ასეთი გამოკვეთილი ცენტრის დუეტი ალბათ ძალიან ძნელია რომ განმეორდეს, რაც ჩავიესტა იყო, ესენი უფრო მებრძოლი და ფიზიკურად მაგრად მომზადებული ბიჭები იქნებიან, რომლებსაც ტექნიკაც არ აკლიათ
    მაგრამ მოვავალში შუა ხაზს 3 კაცის იმედად ჭკვიანი კაცი არ დატოვებს, კიდევ 3 სერიოზული შუახაზელია საჭირო, რომ შემადგენლობა უფრო ღრმა და კონკურენტუნარიანი გახდეს
    აგერ პედრი დაშავებულია და უკვე ჭირს შუა ხაზზე, მით უმეტეს ბუსის და ნიკოს ტრამვის მერე რობერტოს ჯანმრთელობის სადღეგრძელოს ვსვამთ barca-6
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 22 ნოემბერი 2021 19:27
    0
    ციტატა: VanillaDream
    არ მჯერა მე პედრის დიდი ფეხბურთელიბის და მომკალით, თუ გინდა. იმედია ვცდები. გავის ბევრად დიდი მომავალი აქვს.

    მეც ეგრე ვფიქრობ, მაგრამ ფაქტია ჩვენ რაღაცას ვერ ვხედავთ, რაც მსოფლიომ დაინახა. ალბათ მაინც ჩვენ ძალიან ვართ განებივრებული ლეოს ზღაპრული თამაშით და თუ ოდნავ მასზე ნაკლებეფექტიანია ვერ ვამჩნევთ.
    გულშემატკივარი [?]
    #2 22 ნოემბერი 2021 18:46
    1
    გავი შემდეგია
    ფანი [?]
    #1 22 ნოემბერი 2021 18:22
    2
    ძაანაც კარგი, გასკდნენ ბოღმა ხალხი როცა ეს ბიჭები რეკორდებს ხსნიან
    --------------------
    CULE FOREVER