პედრის გამორჩეული მატჩები ბარსელონაში

პედრის გამორჩეული მატჩები ბარსელონაში

ცოტა ხნის წინ "ბარსელონას" ახალგაზრდა ნახევარმცველი პედრი, რომელმაც კატალონიურ კლუბში ჩატარებული პირველივე ბრწყინვალე სეზონით მთელი მსოფლიო გააოცა, 2021 წლის Golden Boy-ს გამარჯვებული გახდა.

"ბლაუგრანას" ოფიციალური ვებგვერდი ამასთან დაკავშირებით 18 წლის ტალანტის მიერ "ბარსას" მაისურით გამართულ 5 საუკეთესო თამაშს გამოარჩევს.

ბარსელონა-ფერენცვაროში 5-1

პედრიმ "ბარსელონაში" პირველი გოლი 2020 წლის 20 ოქტომბერს ჩემპიონთა ლიგაზე "ფერენცვაროშის" წინააღმდეგ გაიტანა. ახალგაზრდა შუახაზელმა, რომელიც მატჩში 62-ე წუთზე ჩაერთო, უნგრული გუნდის კარი უსმან დემბელეს შესანიშნავი თამაშის შემდეგ აიღო.

ბარსელონა-ბეტისი 5-2

ჩემპიონთა ლიგაზე გატანილი გოლიდან რამდენიმე დღეში ესპანელმა ლა ლიგაშიც გაიტანა. პედრიმ "ბეტისთან" მოედანზე მთელი 90 წუთი გაატარა და თამაშის ბოლოს სერჟი რობერტოს ასისტით გოლიც გაიტანა. ამ შეხვედრის შემდეგ ის რონალდ კუმანის გუნდის მნიშვნელოვანი მოთამაშე გახდა.

იუვენტუსი-ბარსელონა 0-2

პედრიმ პირველი სერიოზული გამოცდა "იუვენტუსთან" სტუმრად გამართულ შეხვედრაში ჩააბარა. ესპანელს 17 წლის ასაკში 95%-იანი პასის სუზუსტე და 6 მოპოვებული ბურთი ჰქონდა. ასეთი სტატისტიკა უკვე ჩამოყალიბებულ ფეხბურთელზე მიუთითებს, პედრი კი მხოლოდ 17 წლის იყო. ახალგაზრდა ნახევარმცველმა შესანიშნავად ითამაშა.

ბილბაო-ბარსელონა 2-3

პედრიმ მომდევნო დასამახსოვრებელი მატჩი ლა ლიგაში "ბილბაოსთან" სტუმრად "სან მამესზე" ჩაატარა, სადაც "ბარსას" ისტორიულად ყოველთვის უჭირს. ამ შეხვედრაში "ბლაუგრანას" მე-16 ნომერმა ფრენკი დე იონგის გადაცემა გამოიყენა კატალონიელთა მხირდან მე-14 წუთზე პირველი გოლი გაიტანა, თუმცა, ეს ყველაფერი არაა. პირველი ტაიმის მიწურულს პედრიმ ლეო მესის ქუსლით ბრწყინვალე ასისტი გაუკეთა. ახლგაზრდამ "ბარსელონას" გამარჯვებაში დიდი წვლილი შეიტანა.

ბილბაო-ბარსელონა 0-4

იგივე მეტოქე, მაგრამ ამჯერად სხვა ტურნირი. პედრიმ ესპანეთის თასის ფინალში "ბილბაოს" წინააღმდეგ მოედანზე 81 წუთი დაჰყო და ტიტულის მოგებაში უდიდესი როლი ითამაშა.

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 2 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 22 ნოემბერი 2021 19:35
    0
    არვიცი მე რატომ ვერ ვხედავ, ბუსკეტსი რო იყო ახალგაზრდა იმას ჯობია ვითომ?
    ფანი [?]
    #1 22 ნოემბერი 2021 17:45
    2
    იიი პედლის ნათამაშები კაი არ მახსოვს ბარსელონაში 1 მაინცო😏😏😏
    ეს 5 მატჩია გამორჩეული მაგრამ არანაკლებს თამაშობდა სხვა თამაშებში უბრალოდ ეს ის თამაშებია სადაც ბარსელონას უჭირს ბილბაო კერძოდ და ბეტისიც არაა ნაკლები