ოფიციალურად: პედრი Golden Boy-ს გამარჯვებულია

ოფიციალურად: პედრი Golden Boy-ს გამარჯვებულია

"ბარსელონას" 18 წლის ნახევარმცველმა, პედრი გონსალესმა, 2021 წლის Golden Boy-ის ტიტული მოიგო.

ყოველწლიურად, იტალიური გამოცემა Tuttosport წლის ყველაზე გამორჩეულ 21-წლამდე ფეხბურთელს აჯილდოებს. პედრიმ, "ბარსელონაში" ჩატარებული სენსაციური სეზონის შემდეგ, ევროპის ჩემპიონატზეც იასპარეზა, სადაც ტურნირის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად დასახელდა. 

მინდა, ამ ტიტულისთვის, მადლობა გადავუხადო Tuttosport-ს. მადლობა ჟიურის თითოეულ წევრსა და ყველა იმ გულშემატკივარს, რომელიც მუდამ მხარს მიჭერდა 2021 წელს. ეს წელი საოცარი გამოვიდა.

და, რა თქმა უნდა, მადლობა "ბარსას", ეროვნულ ნაკრებს, ჩემს ოჯახს, ჩემს მეგობრებს და თითოეულ იმ ადამიანს, რომელიც ყოველდღე ჩემს გვერდითაა. მათ გარეშე, ამ ტიტულს ვერ მოვიგებდი.

- პედრის განცხადებას Tuttosport აქვეყნებს.

ასევე, მე-5 ადგილზე გავიდა "ბარსას" კიდევ ერთი ფეხბურთელი - გავი. მე-2, მე-3 და მე-4 ადგილები შემდეგმა ფეხბურთელებმა დაიკავეს: ჯუდ ბელინგემი ("დორტმუნდი"), ჯამალ მუსიალა ("ბაიერნი") და ფლორიან ვირცი ("ლევერკუზენი").

Tuttosport-ის მიერ ჩატარებულ გულშემატკივართა გამოკითხვაში ქარიმ ადეიემიმ ("ზალცბურგი") გაიმარჯვა, რომელიც მომდევნო სეზონიდან, შესაძლოა, "ბლაუგრანას" რიგებში ვიხილოთ.

აქამდე, "ბარსელონას" ფეხბურთელს Golden Boy-ის ტიტული მხოლოდ ერთხელ მოუგია. 2005 წელს, ევროპის საუკეთესო 21-წლამდე ფეხბურთელად ლიონელ მესი აღიარეს. 

პედრის მოგებულ ჯილდოს 13 დეკემბერს, ტურინში დაგეგმილ ცერემონიაზე გადასცემენ.

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 13 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Culé [?]
    #13 22 ნოემბერი 2021 22:45
    1
    ეკუთვნოდა 100% მთელი სეზონი სასწაულად ჩაატარა გუნდშიც და ნაკრებშიც.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #12 22 ნოემბერი 2021 19:45
    0
    ციტატა: Albicelecte
    ანუ გაისად გავი იგებს მაგ ჯილდოს, დარეკილია barca-7

    ანუ დემბელესთვის ეგ პრიზი დაგვიანებულია? laughing
    წევრი [?]
    #11 22 ნოემბერი 2021 18:48
    1
    გილოცავ
    ფანი [?]
    #10 22 ნოემბერი 2021 17:39
    1
    ციტატა: Albicelecte
    ანუ გაისად გავი იგებს მაგ ჯილდოს, დარეკილია barca-7

    პედრის გზას ადგას ეგეც😃😃😃 როგორც კი გამოჩნდა მაშინვე ჩაანაცვლა მეორე გოლდენ ბოი უპრობლემოდ ბარსაშიც და ნაკრებშიც ასე რომ დიდია ალბათობა რომ გავიმ მოიგოს მთავარია მაგარი სეზონი ჩაატაროს მაგანაც
    Culé [?]
    #9 22 ნოემბერი 2021 17:28
    2
    ანუ გაისად გავი იგებს მაგ ჯილდოს, დარეკილია barca-7
    წევრი [?]
    #8 22 ნოემბერი 2021 17:28
    1
    Shen genacvale,kaiaa🥰🥰 es ro formashi chadgeba d aufro daixvewebaa,plus gavii,deyong,nicoo, auu imenaa mkvleli naxevardacvaaa gveyolebaa,ai mkvleliii... Iqet balde mgonia ro gaqachavs,arauxoom travmebi tu moinela cxoveliaa,desti kak minimum zamenaze ivargeebs,win fatim moirchinos travmebi da nadiria,mara shemtevebi gvchirdeba da seriozuli gundi vart 2-3 welshi...
    Culé [?]
    #7 22 ნოემბერი 2021 17:01
    4
    ამის და გავის დუეტი, პლიუს დეიონგი უახლოეს მომავალში დაიპყრობენ ევროპას❤️✊ გილოცავ პაწუ😁❤️
    --------------------
    "ჩვენ ორი ვართ ქვეყანაზე, მე და ბარსა, მე და ბარსა!!!"
    Culé [?]
    #6 22 ნოემბერი 2021 16:20
    17
    ტრაგედია მადრიდში - მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ ბარსელონას ახალგაზრდა ფეხბურთელი, პედრი Golden boy-ს გამარჯვებული გახდა, 50-მდე ადამიანი ბოღმისგან პრო*ზე გაიხა.
    ფანი [?]
    #5 22 ნოემბერი 2021 15:48
    2
    აბა რა! ვის უნდა გაემარჯვა თუ არა პედრის?! თუ ეგ არ გაიმარჯვებდა მაშინ აღარ ყოფილა სამართალი
    --------------------
    ბარსელონა ეს ჩემი ცხოვრებაა


    me miyvars barsa,da meyvareba sicocxlis bolomde.......


    kule samudamod


    alenya the talent, puig isn't the talent.


    ალენია არის ინიესტა ნ2, ხოლო პუჩი-ჩინური ინიესტა
    ფანი [?]
    #4 22 ნოემბერი 2021 15:44
    0
    და რომ კითხო აქ ზოგიერთებს პედრი ერთი ჩვეულებრივი ტალანტიაო😂😂😂 დაემგვანეთ რამენაირად ბალეტისტას ფანებს სადაც ყლინისიუს აღმერთებენ😂
    მესის მერე რატომ ვერავინ ვერ მოიგო მაშინ ბარსაში ეს ჯილდო თუ ასეთი უბრალო ტალანტია პედრი..
    მადლობა კუმანს უნდა გადაუხადოს ამან რომ მთელი სეზონი 10 წუთები არათამაშა მარტო მაგრამ კოჭებში რომ ეტყობოდა რაც არის იმიტომ მოჭიმეს 17 წლის თინეიჯერი ყველა ტრენერმა😀😀😀
    Culé [?]
    #3 22 ნოემბერი 2021 15:37
    0
    ოპაა კარგი ხაარ.მალე მოირჩინე ტრამვა და მოიხოდე.
    --------------------
    The Catalan Kings Lead In Madrid
    ფანი [?]
    #2 22 ნოემბერი 2021 15:09
    1
    ჩვენი ოქროს ბიჭი, მაგრად მევასება და იმედია მალე დაბრუნდება❤
    --------------------
    CULE FOREVER
    წევრი [?]
    #1 22 ნოემბერი 2021 14:58
    4
    პერდის გაუმარჯოს!.. ალალია...