ჟოან ლაპორტა რაფა მარკესს შეხვდა

"ბარსელონას" ყოფილი ფეხბურთელი, რაფაელ მარკესი, შესაძლოა, "ბლაუგრანაში" დაბრუნდეს.
შაბათს, იგი "კამპ ნოუზე" იმყოფებოდა და ჩავის სადებიუტო მატჩს თვალი ტრიბუნიდან მიადევნა. თამაშის დღეს, რაფა ჟოან ლაპორტასაც შეხვდა.
ლაპორტასა და მარკესს კარგი ურთიერთობა აქვთ. ზაფხულში მექსიკელის "იუვენილ A-ს" მთავარ მწვრთნელად დანიშვნა განიხილებოდა, თუმცა, საბოლოო ჯამში, მისი დაბრუნება ვერ შედგა.
Sport წერს, რომ ლაპორტა მარკესის დაბრუნებით კვლავ დაინტერესებულია, თუმცა, ჯერჯერობით, უცნობია, რა თანამდებობაზე შეიძლება ვიხილოთ იგი. თავად მარკესი ამბობს, რომ კატალონიური კლუბიდან შეთავაზებას უყოყმანოდ დათანხმდება.
"ბარსაში" დაბრუნების შესაძლებლობა არსებობდა, თუმცა ადმინისტრაციულ მიზეზთა გამო, ეს არ გამოვიდა. კარი კვლავ ღიაა და ვემზადები დაბრუნებისთვის, როდესაც ამისთვის შესაფერისი მომენტი დადგება.
ვცდილობ, გავიზარდო და უკეთესი გავხდე. უკეთესი იქნება, თუ ეს "ბარსაში" მოხდება, რადგან ჩემი მოდელი და ფილოსოფია ამ კლუბს ყველაზე უკეთ ერგება.
კითხვაზე, იმუშავებდა თუ არა იგი ჩავის სამწვრთნელო შტაბში, იგი პასუხობს:
- რაფას სიტყვებს Sport ციტირებს.
მარკესი "ბლაუგრანას" მაისურით 2003-2010 წლებში ასპარეზობდა. აღსანიშნავია, რომ იგი ერთ-ერთი იმ ოთხ ფეხბურთელს შორის (კარბახალი, მათეუსი, ბუფონი), რომელსაც მონაწილეობა მსოფლიო ჩემპიონატის 5 გათამაშებაში აქვს მიღებული.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 5 ]