ერთი დღე "ბარსას" ისტორიაში - 22 ნოემბერი

ერთი დღე "ბარსას" ისტორიაში - 22 ნოემბერი

განვაგრძობთ რუბრიკას "ერთი დღე "ბარსელონას" ისტორიაში". ამჯერად შემოგთავაზებთ "ბარსელონასთან "დაკავშირებულ მოვლენებს, რომლებიც 22 ნოემბერს მოხდა.

თამაშები

22 ნოემბერს "ბარსელონამ" 13 ოფიციალური თამაში ჩაატარა, საიდანაც კატალონიელებმა 9 მოიგეს, 1 ფრედ დაასრულეს და 3 წააგეს.

1877 წელი

დაიბადა "ბარსელონას" დამაარსებელი ჰანს (ჟოან) გამპერი.

1903 წელი

კატალონიის ჩემპიონატის ახალი სეზონის პირველ მატჩში "ბარსელონამ" "სალუტი" 10-0 გაანადგურა. გოლები კომამალამ (4), სტაინბერგმა (3), ლასალეტამ (2) და ფორნსმა გაიტანეს.

1948 წელი

დაიბადა "ბარსელონას" ყოფილი მწვრთნელი (2003) რადომირ ანტიჩი.

1996 წელი

"ბარსელონას" მთავარი მწვრთნელის თანაშემწემ, ჟოზე მოურინიომ გუნდის ერთ-ერთი ლიდერის, ლუიშ ფიგუს სიმულაციასთან დაკავშირებით შემდეგი განაცხადა: "საკმარისია! კვირიდან კვირამდე გვიწევს შევეგუოთ იმ ადამიანების ბრალდებებს, რომლებიც ჩვენი თამაშის წინ მსაჯებზე გავლენის მოხდენას ცდილობენ."

1996 წელი

"ბარსელონას" მცველმა, ალბერ ფერერმა დაადასტურა, რომ მან მადრიდის "რეალისგან" მიმზიდველი შეთავაზება მიიღო.

1997 წელი

"ოვიედოსთან" სტუმრად ანგარიშით 0-1 წაგება "ბარსელონასთვის" ლა ლიგაში მე-500 მარცხი იყო.

2014 წელი

ტელმო სარას გადასწრებით ლიონელ მესი ლა ლიგის ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირი გახდა. "სევილიასთან" 5-1 მოგებულ შეხვედრაში მან თავი 3-ჯერ გამოიჩინა. მისთვის ეს ლა ლიგაში შესრულებული მე-20 ჰეთ თრიქი იყო.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 2 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 22 ნოემბერი 2021 20:00
    0
    2014 წელი
    ტელმო სარას გადასწრებით ლიონელ მესი ლა ლიგის ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირი გახდა. "სევილიასთან" 5-1 მოგებულ შეხვედრაში მან თავი 3-ჯერ გამოიჩინა. მისთვის ეს ლა ლიგაში შესრულებული მე-20 ჰეთ თრიქი იყო.

    სურათზე ეს მომენტია ასახული, მილოცვები.
    Culé [?]
    #1 22 ნოემბერი 2021 12:18
    2
    თითქოს აგერ ახლა იყო😭
    --------------------
    "ჩვენ ორი ვართ ქვეყანაზე, მე და ბარსა, მე და ბარსა!!!"