ლიონელ მესი ბარსელონაში დაბრუნებას არ განიხილავს - Sport

ლიონელ მესი ბარსელონაში დაბრუნებას არ განიხილავს - Sport

"ბარსელონას" ლეგენდარული და "პარი სენ-ჟერმენის" ახლანდელი ფეხბურთელი ლიონელ მესი მშობლიურ კლუბში დაბრუნებაზე არ ფიქრობს.

რამდენიმე დღის წინ "ბარსას" პრეზიდენტმა ჟოან ლაპორტამ დანი ალვესის პრეზენტაციის დროს განაცხადა, რომ მესისა და ინიესტას დაბრუნება გამორიცხული არაა. ამ განცხადების შემდეგ გუშლემატკივრებს არგენტინელის დაბრუნების უფრო დიდი იმედი მიეცათ, თუმცა, თავად ლეოს ახლა სხვა გამოწვევები აქვს.

Sport-ის ინფორმაციით, მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი "ბლაუგრანაში" დაბრუნებას არ განიხილავს. მესის მიზანი პსჟ-თან ერთად ჩემპიონთა ლიგის მოგება და მსოფლიო ჩემპიონატისთვის კარგ ფორმაში ყოფნაა.

ლეო მესიმ საკუთარი ნების საწინააღმდეგოდ "ბარსელონა" გასულ ზაფხულში დატოვა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 6 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #6 22 ნოემბერი 2021 20:17
    0
    ბარსელონას" ლეგენდარული და "პარი სენ-ჟერმენის" ახლანდელი ფეხბურთელი ლიონელ მესი მშობლიურ კლუბში დაბრუნებაზე არ ფიქრობს.
    მშობლიური ცოტა შეურაცხმყოფელი ხო არ არის ლეოსთვის მოსასმენად?
    გულშემატკივარი [?]
    #5 22 ნოემბერი 2021 20:05
    0
    არასწორედ იგებთ ინფორმაციას, მესიმ თქვა რომ უნდა ბარსელონაშI დაბრუნება მაგრამ არა მანამდე სანამ პსგ-სთან კონტრაქტი ამოეწურება
    საიტის ლეგენდა  [?]
    #4 22 ნოემბერი 2021 11:09
    1
    ამოეწურება კონტრაქტი პესეჟესთან და მოვა აბა სად წავა ლომი
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 22 ნოემბერი 2021 02:23
    1
    ესპაი ბარსა რომ დასრულდება და კამპ ნოუ 110 000 მდე გაიზრდება, (ჩავის ეტლი რომ პეპის თანავარსკვლავედში შევა smiley ) მაშინ დაბრუნდება და 1-2 სეზონის ჩატარების შემდეგ ზარ-ზეიმით გააცილებს სრულიად საფეხბურთო სამყარო მშობლიური სტადიონიდან
    მანამდე უნდა ვიზრუნო, რომ ბილეთი მაინც შევიხვედრო მაგ მატჩზე barca-6
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 21 ნოემბერი 2021 23:11
    3
    ახლა ამას არავის არ დააბრუნებს, ორ წელიწადში თუ მოვა და გააცილებენ სავსე კამპ ნოუდან ძაან ღირსეული იქნება
    ფანი [?]
    #1 21 ნოემბერი 2021 22:22
    6
    ეგ მიზანი სამწუხაროდ მიუღწეველი დარჩება. ლივერპულიც ჩახდის პსჟ-ს და ბაიერნიც. აიაქსიც გადაუვლის ჩემი აზრით