ბარსელონას ქარიმ ადეიემისთვის ბრძოლაში კონკურენტი გამოუჩნდა

ბარსელონას ქარიმ ადეიემისთვის ბრძოლაში კონკურენტი გამოუჩნდა

"ზალცბურგის" 19 წლის ტალანტით, "ბარსელონას" ერთ-ერთი სატრანსფერო სამიზნით, ქარიმ ადეიემით კიდევ ერთი კლუბი დაინტერესდა. საუბარი მიუნხენის "ბაიერნზეა".

ახლგაზრდა შემტევს ბოლო დროს "ბარსას" აქტიურად უკავშირებენ. ვრცელდება ცნობები, რომ "ბლაუგრანა" ადეიემის დამატებას სერიოზულად განიხილავს. გერმანელი ფეხბურთელის შეძენის მომხრეა ჩავი ერნანდესიც, რომელიც ქარიმი შესაძლებლობებით მოხიბლულია.

SPORT1-ის ინფორმაციით, ადეიემით "ბაიერნიც" დაინტერესდა, თუმცა, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ეს ტრანსფერი შედგეს. ახალგაზრდა მოთამაშე "რეკორდმაისტერისთვის" ძალიან ძვირია. ამასთანავე, მიუნხენელებს ამ ეტაპზე მისი პროფილის ფეხბურთელი არ სჭირდებათ.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 6 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #6 22 ნოემბერი 2021 20:24
    0
    ანუ ბაიერნს არ ჭირდება, მაგრამ მაინც უნდა? იმიტომ რო წაგვართვას?
    ფანი [?]
    #5 21 ნოემბერი 2021 23:33
    0
    მოიყვანონ რა თუ მოჰყავთ, ისე რომ დავფიქრდეთ ოლმო კი მირჩევნია დეპაის, თუ არ ათამაშდა დეპაი მაშინ გაუშვან სადმე, წესით კაი ფასში გაიყიდება
    --------------------
    CULE FOREVER
    წევრი [?]
    #4 21 ნოემბერი 2021 23:04
    1
    ანტონი აიაქსიდან და ეს ბიჭი მაგარი შეტევა გვეყოლება. ფატი ადემაი ანტონი
    წევრი [?]
    #3 21 ნოემბერი 2021 22:40
    0
    ბაიერნს უნდა ლევანდოვსკის შემცვლელად
    გულშემატკივარი [?]
    #2 21 ნოემბერი 2021 22:11
    0
    ბაიერნში სკამზე დასვამენ და არამგონია წავიდეს
    ფანი [?]
    #1 21 ნოემბერი 2021 21:54
    0
    ფლანგის შემტევები გვჭირდება ამაზე მეტად. ბერნარდო, ლუის დიასი ან ვინმე