5 სიახლე, რომლებიც ჩავის ბარსელონაში შევნიშნეთ

5 სიახლე, რომლებიც ჩავის ბარსელონაში შევნიშნეთ

ჩავის "ბარსელონამ" ჯერ მხოლოდ ერთი თამაში ჩაატარა, თანაც ერნანდესმა გუნდი შუა სეზონში ჩაიბარა და ამის გათვალისწინებით, ჯერ ძალიან ადრეა იმის თქმა, თუ რა გამოუვა კლუბის ლეგენდას. თუმცა "ესპანიოლთან" გუშინ გამართულ შეხვედრაში ვნახეთ რამდენიმე რამ, რაც კუმანის "ბარსელონასთვის" უცხო იყო. Tribuna სიახლეების ხუთეულს გვთავაზობს.

1. ნახევარმცველების ჩართულობა შეტევებში

შეხვედრის საწყის წუთებში ფრენკი დე იონგი მეტოქის საჯარიმოში არაერთხელ ვნახეთ. ნიდერლანდელის შეტევებში გააქტიურებას ველოდით და კარგია, რომ მოლოდინი გამართლდა.

დე იონგის გარდა, უფრო წინ თამაშობდნენ ნიკო და გავიც. ორივე მათგანი მუდმივად მეტოქის საჯარიმოს სიახლოვეს იყო.

2. ბევრი დარტყმა

კიკე სეტიენისა და რონალდ კუმანის დროს გოლი კი არა, დარტყმაც კი სანატრელი გვქონდა. ჩავის პირველივე შეხვედრაში გამოჩნდა, რომ გუნდს ამ პრობლემის მოგვარებაზე მუშაობა დაწყებული აქვს. ფეხბურთელები სხვადასხვა პოზიციებიდან ხშირად დარტყმას არ ერიდებოდნენ. მარტო ის რად ღირს, რომ სერხიო ბუსკეტსმა ერთ თამაშში 2-ჯერ დაარტყა და აქედან ერთხელ ძალიან სახიფათოდ.

"ბარსელონამ" სულ 16-ჯერ დაარტყა, აქედან 6 დარტყმა კარში წავიდა. შეგახსენებთ, რომ გვქონდა თამაშები, რომლების დროსაც მეტოქის კარში ერთხელაც ვერ ვურტყამდით.

3. ხისტი თამაში

როგორც კრუიფის, ასევე პეპ გვარდიოლას "ბარსელონას" თამაში ბურთის მაქსიმალურად სწრაფად დაბრუნებაზე იყო აგებული. იგრძნობა, რომ ეს ჩავისაც სურს, რაც ფეხბურთელების მოქმედებაში უკვე აისახა - "ბლაუგრანას" მოთამაშეები ბურთის სწრაფად დაბრუნებაში ზედმეტად მონდომებულებიც კი იყვნენ, რამაც გამოიწვია ის, რომ "ბარსა" 17-ჯერ დაჯარიმდა, ხოლო მეტოქე 9-ჯერ. "ბარსელონას" ფეხბურთელებმა უხეშობისთვის 3 ყვითელი ბარათი მიიღეს.

4. პრესინგი

ბოლო წლებში "ბარსელონას" პრესინგი ინერტული, შესაბამისად ნაკლებადეფექტიანი იყო. გუშინ კი სხვა სურათი ვიხილეთ - პირველ ტაიმში "ესპანიოლის" ფეხბურთელებს ბურთის უმისამართოდ მოგერიება არაერთხელ მოუხდათ, რისი მიზეზიც "ბარსელონას" პრესინგი იყო.

5. ბევრი თამაშგარე

გუნდის შეთამაშება გაუმჯობესების სურვილს ტოვებს, რაზეც თამაშგარე მდგომარეობების სიმრავლეც მეტყველებს. "ბლაუგრანას" მოთამაშეები თამაშგარეში შვიდჯერ მოხვდნენ, მეტოქე გუნდი კი მხოლოდ ერთხელ.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 8 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    გულშემატკივარი [?]
    #8 22 ნოემბერი 2021 20:10
    0
    მარტო ის რად ღირს რომ თამასშ ვუყურებდით და გვსიამოვნებდა, ყველა პასი გადაადგილება შეტევა სასიამოვნო იყო და ძველ ბარსელონას მახსენებდა, პირველად რომ ვუყურე ბარსას თამაშს 2009ში ზუსტად ის გრძნობა გამახსენდა რაც მაშინ მომეწონა ზუსტად მაგის ნიშნები შევნიშნე ჩავის პირველ მატჩშში... გამოგვადგება მაესტრო
    საიტის ლეგენდა  [?]
    #7 21 ნოემბერი 2021 20:15
    1
    მართლაც არ ველოდი პირველ თამაშებზე ამხელა ცვლილებას, ყოჩაღ მაესტრო, ბევრი რამააქვთ ფეხბურთელებს გამოსასწორებელი და ამას დროს სჭირდება
    Culé [?]
    #6 21 ნოემბერი 2021 17:50
    5
    ციტატა: nika 54
    ციტატა: frenkie dejong21
    ფიზიკურად აქვთ ძაან მოსამატებელი მეორე ტაიმში სახე გაძვრათ და ვეღარ აპრესინგებდნენ
    ასე რომ ამ მხრივ ხავის ბევრი სამუშაო აქ

    ბაიერნის ჟილკა გვინდა არამარტო თამაშებში არამედ ვარჯიშებზეც კი აუცილებლად. ისე არავის არ ეყოფა ფიზიკა 90 წუთი პრესინგი ითამაშონ.

    ბარსას კიარა, ბევრ ბარსაზე უკეთ მომზადებულ გუნდსაც უჭირს 90 წუთი სირბილი. დღესდღეობით მარტო ბაიერნს, სიტის, ჩელსის და ლივერპულს შეუძლია 90 წუთი აპრესინგონ. ამ მხრივ ძალიან სერიოზული მუშაობა მოუწევს ბარსას, ბევრი ალბათ ვერც გაუქაჩავს ასეთ ფიზიკურ დატვირთვას. ვეტერანები განსაკუთრებით.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #5 21 ნოემბერი 2021 17:25
    4
    უფრო მეტი დინამიკა და ბოლოსწინა ფაზაში აჩქარებაა საჭირო, გადაცემებისასა გახსნები და სივრცეების სწრაფი მოძებნა, იმედია ამას დახვეწავს
    საიტის ლეგენდა  [?]
    #4 21 ნოემბერი 2021 17:09
    4
    ციტატა: frenkie dejong21
    ფიზიკურად აქვთ ძაან მოსამატებელი მეორე ტაიმში სახე გაძვრათ და ვეღარ აპრესინგებდნენ
    ასე რომ ამ მხრივ ხავის ბევრი სამუშაო აქ

    ბაიერნის ჟილკა გვინდა არამარტო თამაშებში არამედ ვარჯიშებზეც კი აუცილებლად. ისე არავის არ ეყოფა ფიზიკა 90 წუთი პრესინგი ითამაშონ.
    ფანი [?]
    #3 21 ნოემბერი 2021 17:03
    8
    ბევრი თამაშგარე კარგია რომ იცოდეთ, როგორც იქნა აუხსნა ამ კაცმა რომ მარტო უკან პასი არ შეიძლება და თამაში ხშირად უნდა გაამწვავონ. ეხლა უბრალოდ შეთამაშების ამბავია და 1-1 ზე გაცილებით ხშრად გვეყოლება კაცი. ძალიან დიდი ხანია ტაქტიკურად მაღალ დონეზე განსწავლული მწვრთნელი არ გვყოლია და ჩავი ზუსტად ასეთია.
    ფანი [?]
    #2 21 ნოემბერი 2021 16:46
    5
    ფიზიკურად აქვთ ძაან მოსამატებელი მეორე ტაიმში სახე გაძვრათ და ვეღარ აპრესინგებდნენ
    ასე რომ ამ მხრივ ხავის ბევრი სამუშაო აქ
    ფანი [?]
    #1 21 ნოემბერი 2021 16:46
    5
    ტრამვირებული იგროკები მაინც დაგვიბრუნდნენ ცოტა დროზე. ისეთი სასტავი იყო გუშინ, ხავი კი არა ნებისმიერ მაღალი დონის ტრენერს გაუჭირდებოდა რამის გაწყობა. ტრანსფერები თუ არ გაკეთდა არაფერი გამოვა.