ბუსკეტსმა და ნიკო გონსალესმა ესპანიოლთან მატჩი დისკომფორტით დაასრულეს

"ბარსელონას" ორმა ნახევარმცველმა "ესპანიოლთან" გუშინდელი შეხვედრა (1-0) დისკომფორტით დაასრულა - წერს Mundo Deportivo.
ჟურნალისტ ანხელ პერესის ცნობით, სერხიო ბუსკეტსს კუნთის პრობლემა აქვს. "ბარსას" ვეტერანი ფეხბურთელი ჩავი ერნანდესმა 78-ე წუთზე რიკი პუჩმა ჩაანაცვლა.
ამ ეპიზოდიდან რამდენიმე წუთის შემდეგ, ნიკო გონსალესი მეტოქე გუნდის ფეხბურთელს შეეჯახა და კოჭი გადაიბრუნა, რამაც თამაშის გაგრძელების საშუალება აღარ მისცა.
როგორც მოსალოდნელია, კლუბის ექიმები ორივე ფეხბურთელს გამოკვლევებს დღეს ჩაუტარებენ. ჯერჯერობით ცნობილი არაა, მოახერხებენ თუ არა ისინი ორ დღეში "ბენფიკას" წინააღმდეგ მოედანზე გასვლას.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 14 ]