სერხიო ბუსკეტსი: ახალ მწვრთნელთან ერთად ნელ-ნელა მოვუმატებთ

სერხიო ბუსკეტსი: ახალ მწვრთნელთან ერთად ნელ-ნელა მოვუმატებთ

"ბარსელონას" კაპიტანმა, სერხიო ბუსკეტსმა კატალონიურ დერბიში მოპოვებული გამარჯვების (1-0) შემდეგ, ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა:

ეს გამარჯვება იმისთვის გვჭირდებოდა, რომ გუნდს ზრდა განეგრძო და თავდაჯერებულობა მოეპოვებინა. ჩვენ გვყავს ახალი მწვრთნელი, გვაქვს ახალი ფილოსოფია და გზას აუცილებლად ვიპოვით.
ახლა ახალგაზრდებზე ფსონის გაკეთების დროა. ჩვენ კარგი თაობა გვყავს და ამ ფილოსოფიის ნდობა უნდა გავაგრძელოთ.

იმედი ვიქონიოთ, ტრავმა სერიოზული არაა და ფეხბურთელები, რაც შეიძლება, მალე გამოჯანმრთელდებიან. 

პენალტი? ვფიქრობ, კონტაქტი იყო.

ზოგადად ჩვენ ძალიან კარგები ვიყავით. ანგარიში სამართლიანია, მიუხედავად იმისა, რომ მათ შანსები ჰქონდათ. ახალ მწვრთნელთან ერთად ნელ-ნელა უკეთესები გავხდებით.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 6 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #6 21 ნოემბერი 2021 14:43
    0
    მოვუმატებთ აბა რა, მთავარია ბარსას ხელწერა ბრუნდება.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #5 21 ნოემბერი 2021 12:33
    1
    მე არ მიმაჩნია, რომ გავიმარჯვეთ. ერთი გოლი გავიტანეთ და ისიც პენალტით. რომ არა იღბალი 3 გოლს მაინც გაუშვებდით.
    Culé [?]
    #4 21 ნოემბერი 2021 02:40
    3
    ხერხემალია გუნდის ბუსკეცი. როგორც კი გავიდა მოკვდა ნახევარდაცვა. მაგრამ თამაშში ერთხელ მაინც სულ ჩაეძინება შეტევის დაწყებისას, ბურთს წაართმევენ და მომენტი იქნმნება სულ ჩვენს კართან. მერამდენედ ხდება უკვე ზუსტად ეგეთი რამ :დდ
    --------------------
    #infinit8iniesta
    Culé [?]
    #3 21 ნოემბერი 2021 02:37
    3
    ბუსკეცის გამოცდილება მაინც საჭიროა, ამის გარეშე დიდი თამაშების მოგება წარმოუდგენელი იქნება ამ სეზონში. ნელნელა უნდა მიაჩვიოს გუნდი ჩავიმ ბუსკეცის გარეშე თამაშს, დეიონგი უნდა დადგეს უკან.
    --------------------
    "ჩვენ ორი ვართ ქვეყანაზე, მე და ბარსა, მე და ბარსა!!!"
    ფანი [?]
    #2 21 ნოემბერი 2021 02:26
    1
    აბა რა ნელ ნელა ავიბუსტებით
    --------------------
    Nb

    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 21 ნოემბერი 2021 02:25
    4
    ამის გასვლა მოედნიდან აშკარად დაგვეტყო,ბურთს ვეღარ ვიჭერდით,