ლიონელ მესი: საბედნიეროდ, ეს დღეც დადგა

ლიონელ მესი: საბედნიეროდ, ეს დღეც დადგა

ლიონელ მესიმ "პარი სენ-ჟერმენის" მაისურით სადებიუტო გოლის გატანის შემდეგ, ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა:

გატანილი გოლის გამო ძალიან ბედნიერი ვარ. დღეს, ისევე, როგორც წინა შეხვედრებში, ბევრი შანსი მქონდა, მაგრამ სამწუხაროდ, გატანას ვერ ვახერხებდი, თუმცა, საბოლოოდ, ეს დღეც დადგა.

მატჩი რთული გამოვიდა და საბედნიეროდ გამარჯვება მოვახერხეთ. 

"პარი სენ-ჟერმენი" 14 ტურის შემდეგ ლიგა 1-ში 37 ქულით პირველ ადგილს იკავებს და მეორეადგილოსან "ლანსის", რომელსაც  ერთით ნაკლები მატჩი აქვს ჩატარებული, 13 ქულით უსწრებს.

მესის ანგარიშზე პსჟ-ში ჩატარებულ 9 შეხვედრაში 4 გოლია.


  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.