თომას ტუხელი ზიეჩის ჩელსიდან წასვლას გამორიცხავს

"ჩელსის" მთავარმა მწვრთნელმა თომას ტუხელმა მისი გუნდის შემტევის, "ბარსელონას" ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის ერთ-ერთი სამიზნის, ჰაკიმ ზიეჩის მიერ ლონდონური კლუბის დატოვება გამორიცხა.
იანვარში შესაძლო ცვლილებაზე, ფეხბურთელების გაყიდვაზე ან სხვა რამეზე არ ვფიქრობთ. ამის შესახებ არავისთან მისაუბრია. ეს პრესაში გავრცელებული ჭორებია. ზიეჩს ჩემთვის მსგავსი სურვილით არ მოუმართავს. ახლა ის გუნდის სრულფასოვანი წევრია.
ჰაკიმი მნიშვნელოვანი, ძალიან ნიჭიერი და ამბიციური ფეხბურთელია. ის ჩვენი გუნდის განუყოფელი ნაწილია. მისგან ყოველთვის საუკეთესოს ველით.
- ციტირებს ტუხელის სიტყვებს Mundo Deportivo.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 2 ]