მომდევნო კვირაში აგუერო კარიერას დაასრულებს

სანდო ჟურნალისტი, ხერარდ რომერო ავრცელებს ინფორმაციას, რომ კატალონიის "ბარსელონას" შემტევი, სერხიო აგუერო საფეხბურთო კარიერას დაასრულებს.
აღნიშნულის მიზეზად გულზე შექმნილი პრობლემები სახელდება. როგორც ცნობილია, არგენტინელი მოთამაშე ფეხბურთთან დამშვიდობების შესახებ პრესკონფერენციას მომდევნო კვირაში გამართავს.
სერხიომ თავი შეუძლოდ "ალავესსთან" მატჩის მე-40 წუთზე იგრძნო, რის შემდეგაც, იგი მოედნიდან პირდაპირ საავადმყოფოში გადაიყვანეს. მას არითმია დაუდგინდა - ესაა პათოლოგიური მდგომარეობა, რომლის დროსაც დარღვეულია გულისცემის რიტმი და პარკუჭების შეკუმშვის თანმიმდევრობა.
აღსანიშნავია, რომ აგუეროს გულზე პრობლემები აქამდეც ჰქონია - 2017 წელს, არგენტინასა და ნიგერიას შორის გამართული შეხვედრის პირველი ნახევარში თავდამსხმელმა გონება დაკარგა, რის შემდეგაც ის საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა გამოკვლევების შემდეგ გუნდს მალევე დაუბრუნდა.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 10 ]