ერთი დღე "ბარსას" ისტორიაში - 20 ნოემბერი

წარმოგიდგენთ რუბრიკას "ერთი დღე "ბარსელონას" ისტორიაში". ამჯერად შემოგთავაზებთ "ბარსელონასთან "დაკავშირებულ მოვლენებს, რომლებიც 20 ნოემბერს მოხდა.
თამაშები
20 ნოემბერს "ბარსელონამ" 15 ოფიციალური თამაში ჩაატარა, საიდანაც კატალონიელებმა 7 მოიგეს, 4 ფრედ დაასრულეს და 4 წააგეს.
1949 წელი
ლა ლიგაში გამართულ შეხვედრაში "ბარსელონა" "სელტასთან" 4-6 დამარცხდა. კატალონიელთა მხრიდან გოლები ნავარომ (2), კანალმა და სეგერმა გაიტანეს.
1962 წელი
დაიბადა "ბარსელონას" ყოფილი მწვრთნელი (2013/14) ხერარდო "ტატა" მარტინო.
1966 წელი
"ბარსელონა" "ელ კლასიკოში" 94-ე წუთზე გაშვებული გოლით დამარცხდა.
1996 წელი
დაიბადა "ბარსელონას" ხელბურთელი ბლაზ იანცი.
2001 წელი
ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე "ბარსელონამ" "ლივერპული" სტუმრად 3-1 დაამარცხა. ბოლო გოლის დროს, რომელიც მარკ ოვერმარსმა გაიტანა, "ბარსელონას" 54 პასიანი შეტევა ჰქონდა.
2004 წელი
ლა ლიგის საშინაო შეხვედრაში "ბარსელონამ" "რეალ მადრიდი" 3-0 გაანადგურა. გოლები სამუელ ეტო'ომ, ჯოვანი ვან ბრონხორსტმა და რონალდინიომ გაიტანეს.
"ბარსელონას" მთავარი მწვრთნელისთვის, ფრანკ რაიკარდისთვის ეს ლა ლიგაში გამართული 50-ე თამაში იყო.
2010 წელი
ლა ლიგის შეხვედრაში "ბარსელონამ" "ალმერია" 8-0 გაანადგურა და სტუმრად მოგების მხრივ ტურნირის რეკორდი გაიმეორა, რომელიც თავადვე ეკუთვნოდა. გოლები მესიმ (3), ბოიანმა (2), ინიესტამ, პედრომ და აკასიეტემ (საკუთარ კარში) გაიტანეს.
დანი ალვესისთვის ეს ლა ლიგაში 250-ე თამაში იყო, სეიდუ კეიტასთვის მე-100, დავიდ ვილიასთვის 250-ე, ხოლო ლეო მესიმ ამ ტურნირზე თავისი მე-100 გოლი გაიტანა.
2013 წელი
ლიონელ მესის თავისი რიგით მესამე "ოქროს ბუცი" გადაეცა.
2021 წელი
"ბარსელონას" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ჩავის დებიუტი შედგა. მისმა გუნდმა ლა ლიგის მატჩში "ესპანიოლი" 1-0 დაამარცხა.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 1 ]