ბაიერნმა ბარსელონას შეთავაზება არ მიიღო

ბაიერნმა ბარსელონას შეთავაზება არ მიიღო

Diario SPORT-ის ცნობით, "ბარსელონამ" "ბაიერნს" კინგსლი კომანის იჯარის თაობაზე მიმართა, თუმცა, უარი მიიღო.

კატალონიელები ჩავის დაჰპირდნენ, რომ იანვარში გარემარბს შეიძენენ, ფრანგი შემტევი კი ერთ-ერთი ვარიანტია.

წყაროს ინფორმაციით, "რეკორდმაისტერი" 25 წლის ფეხბურთელის განათხოვრებას არ გეგმავს - ისინი მოთამაშის სრულფასოვან ტრანსფერს განიხილავენ, მაგრამ გერმანელთა მთავარი მიზანი მაინც, კომანის შენარჩუნებაა.

თავის მხრივ, კინგსლი მიუნხენში ბედნიერი არაა, რის გამოც გუნდიდან წასვლა სურს და "ბარსაში" გადაბარგების პერსპექტივაც ხიბლავს.

ფრანგს "ბაიერნთან" კონტრაქტი 2023 წლის 30 ივნისამდე აკავშირებს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 3 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Culé [?]
    #3 20 ნოემბერი 2021 00:54
    1
    გაიკეთეთ @რაკში, ეგეც და დემბელესაც მოგცემთ თუ გინდათ
    --------------------
    CULE FOREVER
    Culé [?]
    #2 20 ნოემბერი 2021 00:13
    0
    კარგად შეინახონ ეგეთი დემბელეც გვეყოფაა
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 19 ნოემბერი 2021 22:54
    0
    დაიტოვეთ კაცო კიდე ერთი ხრუსტალი აკლია ბარსას რა
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued