ჩავისა და ვისენტე მორენოს დაპირისპირება ფეხბურთელობის დროს

ჩავისა და ვისენტე მორენოს დაპირისპირება ფეხბურთელობის დროს

ჩავი ერნანდესი "ბარსელონას" მთავარი მწვრთნელის პოსტზე პირველ შეხვედრას "ესპანიოლის" წინააღმდეგ, 20 ნოემბერს ჩაატარებს.

Sport-ის ინფორმაციით, ჩავისა და "კორნელია-ელ პრატის" ბინადრების ამჟამინდელ თავკაც ვისენტე მორენოს ფეხბურთელობის დროს ერთმანეთის წინააღმდეგ ერთხელ უთამაშიათ - აღნიშულ მატჩში, რომელიც 2009-10 წლების სეზონში გაიმართა, "ბარსამ" "ხერესს" ჟეფრენის, ტიერი ანრისა და ზლატან იბრაჰიმოვიჩის გოლებით 3-1 მოუგო.

წყაროს ცნობით, ერნანდესმა სრული მატჩი ჩაატარა, მორენომ კი მოედანზე მხოლოდ 28 წუთი დაჰყო და ლეო მესის წინააღმდეგ თამაშის წესის დარღვევისთვის გაფრთხილებაც მიიღო.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 2 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 20 ნოემბერი 2021 20:53
    0
    იყოს 3-1 თანახმა ვარ.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 20 ნოემბერი 2021 14:41
    0
    ჰოდა წაკუზე დღეს