ნიკო გონსალესის ინტერვიუ MD-სთან: ჩავი შესანიშნავი მწვრთნელია

ნიკო გონსალესის ინტერვიუ MD-სთან: ჩავი შესანიშნავი მწვრთნელია

Mundo Deportivo-მ "ბარსელონას" ახალგაზრდა ნახევარმცველთან, ნიკო გონსალესთან, ინტერვიუ ჩაწერა, რომელშიც იგი მამის (ფრან გონსალესი), ჩავის, რონალდ კუმანისა და "ბარსელონას" მომდევნო ორი მნიშვნელოვანი მატჩის შესახებ საუბრობს.

- რას ნიშნავს იყო ყოფილი ფეხბურთელის შვილი?

თავიდან, ეს დამატებითი წნეხი იყო. ბავშვობაში, ყოველთვის, ვკითხულობდი, გავხდებოდი თუ არა მამაჩემზე უკეთესი. იგი ამბობდა, რომ კი. ახლა, როცა გავიზარდე, მეც ამას ვამბობ (იცინის). ოჯახში ამ თემაზე ხშირად ვხუმრობთ ხოლმე.

- ახლა უკვე დროა, რომ ფრანს ახსენებდნენ, როგორც ნიკოს მამას.

კი, ასეა (იცინის). ამაზე უკვე ხშირად ვეხუმრები. საბოლოო ჯამში, ამას დიდ მნიშვნელობას არ ვანიჭებ.

- გასულ ზაფხულში კონტრაქტი გაახანგრძლივე, მაგრამ მაშინ პირველ გუნდში არ იყავი

დიახ, ძირითადი შემადგენლობაში უკვე 6-ჯერ მოვხვდი. ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ ყველაფერი ასე სწრაფად მოხდებოდა. მათ შანსი მომცეს და ის, რასაც მივაღწიე, ჩემი შრომის დამსახურებაა.

- ნდობა პირველმა კუმანმა გამოგიცხადა. როგორ დაემშვიდობე მას?

როდესაც გაათავისუფლეს, მესიჯი გავუგზავნე. იგი თავიდანვე მენდობოდა. შარშან, ["ბარსა B-ში" ყოფნისას] მითხრეს, რომ მას მოვწონდი. შანსი მომცა და არაერთ შეხვედრაში მათამაშა. ყოველთვის, მისი მადლიერი ვიქნები და მომავალში წარმატებებს ვუსურვებ.

- ახლა გუნდს ჩავი წვრთნის. როგორი მწვრთნელია იგი?

იგი შესანიშნავია. ვარჯიშზე მას ყველა ყურადღებით უსმენს. დარწმუნებული ვარ, რომ იგი ჩვენ ძალიან დაგვეხმარება.

- ბოლო პერიოდში ფიზიკურად ძალიან გაძლიერდი. როგორ გეხმარება ეს დღევანდელ ფეხბურთში?

სიმაღლისა და ძალის უპირატესობას ხშირად ვიყენებ. რა თქმა უნდა, თანამედროვე ფეხბურთში ყველა ასეთი არაა, მაგალითად, პედრი და გავი და ამაში პრობლემა არაფერია. ჩემთვის, ეს უპირატესობას წარმოადგენს.

მამაჩემმა მითხრა, რომ ფეხბურთელი ყველაზე დიდ ფიზიკურ ცვლილებას მაშინ განიცდის, როდესაც პროფესიონალებთან იწყებს ვარჯიშს. მას ვეთანხმები. წელს, ამ ცვლილებას ვგრძნობ.

- "ესპანიოლთან" თამაში მოახლოვდა. მნიშვნელოვანი თამაშია და გუნდს მოგება სჭირდება, თანაც, დერბია.

დერბიში არაერთხელ მითამაშა, თუმცა პირველ გუნდში - არასდროს. ახალგაზრდულ გუნდებში ეს წლის თამაში იყო. დერბის, ყოველთვის, დაძაბულობა და ემოცია ახლდა თან. ახლა, წინ ორი მნიშვნელოვანი თამაში გველის.

- ვიგოში ტრავმა მიიღე, მაგრამ "ესპანიოლთან" თამაშს შეძლებ.

ახლა თავს კარგად ვგრძნობ. ვიგოში სერიოზული დისკომფორტი მქონდა და, ცოტა არ იყოს, ვინერვიულე, მაგრამ ახლა კარგად ვარ.

- შემტევ ნახევარმცველად ბევრჯერ ითამაშე. ეს, შენთვის, მოულოდნელი არ იყო?

პრესეზონის დროს და წინა სეზონში ჩამშლელად ვთამაშობდი, მაგრამ ასაკობრივ გუნდებში შემტევ ნახევარმცველად ბევრჯერ მითამაშია და ამ პოზიციაზე თავს ძალიან კომფორტულად ვგრძნობ.

- დერბის შემდეგ, ჩემპიონთა ლიგაზე, "ბენფიკას" წინააღმდეგ, "ფინალს" ვიხილავთ.

იქ ვართ, სადაც ორი თამაშის წინ გვსურდა რომ ვყოფილიყავით - შემდეგ ეტაპზე გასვლა ჩვენზეა დამოკიდებული. მნიშვნელოვანი თამაშია, მოედანზე გასვლას მოუთმენლად ველი.

- "ბარსას" დერბი და "ბენფიკასთან" მატჩი ელის, ამ დროს კი გუნდს დანი ალვესი უერთდება...

დანი ალვესი ძალიან კარგი ადამიანია, მისი გასახდელში ყოფნა ბევრს ნიშნავს. იგი ჩვენ დადებით ენერგიას გადმოგვცემს და ძალიან გვეხმარება. 

- სჭირდებოდა გუნდს დადებითი ემოცია? გასახდელში ცუდი განწყობა ხომ არ იყო?

არა, უბრალოდ, ასეთი ფეხბურთელების გუნდში ყოფნა ყოველთვის აუცილებელი და სასიამოვნოა.

- "სიტისა" და "რეალში" თამაშზე უარი თქვი. როგორც გალისიელს, "ბარსელონას" მიმართ ასეთი სიყვარული როგორ გაგიჩნდა?

როდესაც ფეხბურთის ყურება დავიწყე, 2008, 2009, 2010 წლები იყო. მაშინ, ყველა "ბარსას" გულშემატკივარი ხდებოდა. ყოველთვის ვამბობდი, რომ "ბარსელონაში" დარჩენა და პირველ გუნდში თამაშისთვის ბრძოლა მსურდა. ყველაფერი კარგად გამოვიდა.

- მესისთან ერთად თამაშის შესაძლებლობა არ მოგეცა

სამწუხაროდ, მოხდა ის, რაც მოხდა. ნებისმიერი ბავშვი მესისთან ერთად თამაშზე ოცნებობს. იგი საუკეთესოა მათ შორის, ვისი თამაშიც მინახავს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 5 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #5 19 ნოემბერი 2021 16:54
    0
    რა დღე დადგა ფიზიკურად თუ ძლიერი ხარ უპირატესობა გაქვს უკვე ! იმიტომ რომ ყველა დანარჩენი ფიზიკურად საშინლად გამოიყურება აი ასეთ საშინელ დონემდე დაიყვანეს მთელი გუნდი წლების განმავლობაში :(((((((((((((((((((((((((( ჯერ ფიზიკურად მთელ გუნდს რეანიმაცია სჭირდება პირველ რიგში მენტალურ ცვლილებებთან ერთად ! ჩავიმ პრაქტიკულად საძირკველი (ფუნდამენტი) უნდა ჩაასხას ურთულესი მისია აკისრია ურთულესი ! 0 -დან იწყებს და გუნდი უნდა ააწყოს რაც ძალიან რთული და ხანგრძლივი პროცესი იქნება ალბათ წარმატებები მაესტრო წარმატებები! ღმერთი შენსკენ ....ნიკო კარგია იმედია მოუმატებს კიდევ
    საიტის ლეგენდა  [?]
    #4 19 ნოემბერი 2021 16:22
    0
    "სამწუხაროდ, მოხდა ის, რაც მოხდა. ნებისმიერი ბავშვი მესისთან ერთად თამაშზე ოცნებობს. იგი საუკეთესოა მათ შორის, ვისი თამაშიც მინახავს".
    ვისი თამაშიც არ გინახავს იმათზეც უკეთესია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 19 ნოემბერი 2021 15:40
    0
    ფიზიკურად მაგარ ჯანზეა და ჩამშლელი ნახევარმცველისთვის ეგ კარგია მორიბას ახლაც ჯობია
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 19 ნოემბერი 2021 13:26
    0
    ბუსის წასვლის მერე ეს და ფრენკი იბრძოლებენ ალბათ ძირითადში ადგილისთვის, მე პირადად მირჩევლია ბუსის მერე ნიკო დადგეს საყრდენზე
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 19 ნოემბერი 2021 12:33
    1
    ეუუუ ესეც რა კლასნია
    --------------------
    The Catalan Kings Lead In Madrid