ბარსელონა მომავალ ზაფხულში ნუსაირ მაზრაუის უფასოდ დამატებას შეეცდება

ბარსელონა მომავალ ზაფხულში ნუსაირ მაზრაუის უფასოდ დამატებას შეეცდება

Sport-ის ინფორმაციით, "ბარსელონა", "აიაქსის" მარჯვენა მცველით, ნუსაირ მაზრაუით ინტერესდება.

აღნიშნული წყაროს ცნობით, კატალონიურ გრანდს მომავალ ზაფხულში მაროკოელი ფეხბურთელის უფასოდ გაფორმება სურს, რაც შესაძლებელი იქნება, ვინაიდან, მას ამსტერდამელებთან კონტრაქტი 2022 წლის 30 ივნისს ეწურება, ახალი ხელშეკრულების გაფორმებაზე კი უარი თქვა.

კატალონიური გამოცემის თანახმად, 24 წლის მოთამაშით ბევრი კლუბი ინტერესდება, მათ შორის, მადრიდის "რეალიც".

გარდა ამისა, "ბლაუგრანა" სესარ ასპილიკუეტასა და ჯიბრილ სიდიბეს სიტუაციასაც აკვირდება. ეს უკანასკნელი 2017 წელს "ლურჯ-ბროწეულისფერთა" რიგებში გადმოსვლასთან ძალიან ახლოს იყო, თუმცა, საბოლოოდ, "მონაკოში" გარჩენა გადაწყვიტა. ხსენებული ორივე მოთამაშე მომავალ ზაფხულში თავისუფალი აგენტი ხდება.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 4 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #4 19 ნოემბერი 2021 17:11
    0
    მოკლედ ბარსას სკაუტების საქმიანობა ეხლა ძირითადად იმ ფეხბურთელების მოძიებაა, ვისაც კონტრაქტი უმთავრდება და გუნდში ან ვერ ივარგა, ან დატრამვულია.
    ფანი [?]
    #3 19 ნოემბერი 2021 11:41
    0
    ალვეში თუ დარჩა პლიუს დესტი,ამის ადგილი აღარ რჩება, უფასოდ დამატება და განათხოვრება კაი ვარიანტი იქნება, აზპილიკუეტა სავარაუდოთ გაახანგრძლივებს
    Culé [?]
    #2 19 ნოემბერი 2021 06:55
    1
    არავის გაერჭოს მოროკოელი
    --------------------
    ARTHUGS
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 19 ნოემბერი 2021 03:28
    1
    დიდად არ მომწონს ამის თამაში დესტი ჯობია ისევ