ჩელსი მზადაა გავის გამოსასყიდი თანხა გადაიხადოს | El Nacional

"ბარსელონას" ახალგაზრდა ნახევარმცველს, გავის ინგლისიდან მსურველი გამოუჩნდა.
El Nacional-ის ინფორმაციით, ლონდონის "ჩელსი" მზადაა, რომ გავის გამოსასყიდი თანხა, 50 მილიონი ევრო გადაიხადოს. "პენსიონერების" პრეზიდენტი, რომან აბრამოვიჩი 17 წლის ფეხბურთელის დიდი ქომაგია და გეგმავს, რომ კატალონიელებს ნიჭიერი მოთამაშე ახალი კონტრაქტის გაფორმებამდე წაართვას.
"ბარსელონა", თავის მხრივ, გავისთან კონტრაქტის გახანგრძლივებას ძალიან მალე აპირებს, მისი გამოსასყიდი თანხა კი 1 მილიარდ ევრომდე გაიზრდება. ესპანელის ამჟამინდელი ხელშეკრულება 2023 წლის 30 ივნისამდე მოქმედებს.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 7 ]