ჯესი ლინგარდს მანჩესტერ იუნაიტედის დატოვება სურს - ბარსა ინგლისელით ინტერესდება

ESPN-ის ინფორმაციით, ჯესი ლინგარდს, რომლითაც "ბარსელონა" ინტერესდება, "მანჩესტერ იუნაიტედის" დატოვება სურს.
როგორც წყარო იტყობინება, შესაძლოა, ინგლისელმა შემტევმა ნახევარმცველმა კლუბს იანვარში იჯარით გაშვება მოსთხოვოს, რაც ნიშნავს, რომ ზაფხულში ის სასურველ გუნდს სრულფასოვნად შეუერთდება, ვინაიდან, "წითელ ეშმაკებთან" ჯესის კონტრაქტი 2022 წლის 30 ივნისს იწურება.
ჟურნალისტ რობ დოუსონის თანახმად, "ბარსას" გარდა, ლინგარდის შეძენაზე "მილანი", "ვესტ ჰემი", "ნიუკასლი", "ტოტენჰემი" და "ევერტონიც" ფიქრობენ.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 8 ]