ოფიციალურად: ბარსელონამ Ownix-თან თანამშრომლობა შეწყვიტა

ოფიციალურად: ბარსელონამ Ownix-თან თანამშრომლობა შეწყვიტა

ახლახან ოფიციალურად დადასტურდა ინფორმაცია, რომ "ბარსელონამ" Ownix-თან გაფორმებული კონტრაქტი გაწყვიტა.

ამის მიზეზი ებრაული კომპანიის სკანდალში გახვევაა - დღეს ცნობილი გახდა, რომ Ownix-ის დამფუძნებელი კრიპტოვალუტასთან დაკავშირებული დანაშაულის ჩადენის გამო დააპატიმრეს, რასაც სექსუალურ ძალადობაში ბრალდებაც ემატება.

რა თქმა უნდა, "ბარსელონას" ხელმძღვანელებმა მიიჩნიეს, რომ აღნიშნული შემთხვევა კლუბის ფასეულობებს ზიანს მიაყენებდა, რის გამოც, ახალ პარტნიორთან დადებული ხელშეკრულება შეწყდა.

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 1 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 19 ნოემბერი 2021 17:36
    0
    ყველა უვარგისი ჩვენ რო უნდა გადაგვეყაროს.