გაიგე მეტი ბარსელონაზე #4

Barcamania.ge-მ დაიწყო ახალი რუბრიკა, რომლის საშუალებითაც "ბარსელონას" გულშემატკივრებს საშუალება ექნებათ, დასვან კლუბის შესახებ მათთვის საინტერესო კითხვები და მიიღონ პასუხები.
რუბრიკა გრძელდება ხუთშაბათიდან ხუთშაბათამდე. გასული კვირის განმავლობაში მიღებულ კითხვების პასუხებს დღეს დავწერთ და დღესვე დაიწყება ახალი კითხვების მიღება. კითხვის დასმა შეგეძლებათ ჩვენი Instagram-ის გვერდის Story-დან. მოცულობითი კითხვები შეგიძლიათ მოგვწეროთ Facebook-ის გვერდზე.
მაშ ასე, დავიწყო - პირველი კითხვა, რომელსაც დღეს ვუპასუხებთ:
"ოდესმე ბარსაში ან აკადემიაში ქართველი თუ თამაშობდა?"
ყველაზე მაღალ დონეზე, სადაც ქართველ ფეხბურთელს "ბარსელონაში" უთამაშია, არის Juvenil B გუნდი. ეს არის მე-4 გუნდი პირველი გუნდის, ბარსა ბ-სა და Juvenil A-ს შემდეგ. ეს ფეხბურთელი იყო გიორგი ჭანტურია, რომელიც 2009/10 წლების სეზონში "ბარსელონაში" "საბურთალოდან" იყო განათხოვრებული. გიორგი ჟერარ დეულოფეუსთან ერთად "ბარსას" 18 წლამდელთა გუნდის ერთ-ერთი ლიდერი იყო, თუმცა კლუბებს შორის შეუთანხმებლობის გამო მას საქართველოში დაბრუნება მოუხდა
"ევროპა ლიგა გვაქვს თუ არა მოგებული?"
"ბარსელონას" ამ სახელწოდების ტურნირი მოგებული არ აქვს. კატალონიელებმა 3-ჯერ მოიგეს ბაზრობათა თასი, რომელიც 1955-1971 წლებში თამაშდებოდა. 1971 წლიდან ამ ტურნირის ორგანიზება UEFA-მ ითავა და სახელიც შეუცვალა - უეფას თასი. 2009 წლიდან კი ამ ტურნირს ევროპა ლიგა ეწოდება. უეფა 1971 წლამდე მოგებულ ტიტულებს არ აღიარებს როგორც ამ ორგანიზაციის ეგიდით ჩატარებული გათამაშებების გამარჯვებულებს. ვინაიდან უეფამ 1971 წელს ახალი ტურნირი კი არ დააარსა, უკვე არსებული ტურნირის ორგანიზება ითავა, გამოდის, რომ საქმე ერთ ტურნირთან გვაქვს და არა ორ სხვადასხვა ტურნირთან.
"ბარსელონას" ევროპა ლიგა/უეფას თასი არ აქვს მოგებული როგორც უეფას ტურნირი, მაგრამ მოგებული აქვს როგორც ევროპული ტურნირი.
არის თუ არა ბარსელონას დირექტორთა საბჭოს წევრობა ანაზღაურებადი"
ბარსელონას წესდების 33-ე პუნქტის თანახმად კლუბის დირექტორთა საბჭოს წევრები, პრეზიდენტი, ვიცე-პრეზიდენტები, მდივანი და ხაზინადარი ხელფასს არ იღებენ. იმავე მუხლის თანახმად ეს თანამდებობები არის საპატიო და არაანაზღაურებადი.
"პუიოლი ბარსელონაში რამე მცირე თანამდებობას მაინც იკავებს?"
ამჟამად კარლეს პუიოლი "ბარსელონაში" არანაირ თანამდებობას არ იკავებს. 2014 წელს, საფეხბურთო კარიერის დასრულებიდან რამდენიმე დღეში პუიოლი იმდროინდელი სპორტული დირექტორის, ანდონი სუბისარეტას მოადგილედ დაინიშნა. თუმცა რამდენიმე თვეში, 2015 წლის იანვარში თანამდებობა სუბისარეტასთან ერთად დატოვა.
ივარაუდება, რომ კარლეს პუიოლი ტექნიკური დირექტორის პოსტზე რამონ პლანასის ადგილს დაიკავებს, მაგრამ მომდევნო სეზონიდან.
შემდეგი კითხვა ჯარიმებისა და პენალტების 10-10 საუკეთესო გამტან ფეხბურთელებს ეხებოდა.






















1. როდის ჩაატარებს ჩავი პირველ შეხვედრას ბარსას მწვრთნელის რანგში?
2. ვინ მართავს Instagram-ის გვერდს?
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 1 ]