ბარსელონა ზაფხულში ორ ტრანსფერზე იმუშავებს

TV3-ის ინფორმაციით, "ბარსელონა" მომავალი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის მიმდინარეობისას ორ ტრანსფერზე იმუშავებს.
აღნიშნული წყაროს ცნობით, კატალონიელები ქარიმ ადეიემითა და დენის ზაქარიათი ინტერესდებიან. ეს უკანასკნელი საყრდენი ნახევარმცველია, რომელსაც მიონხენგლადბახის "ბორუსიასთან" კონტრაქტი 2022 წელს ეწურება. რაც შეეხება ადეიემის, 19 წლის მოთამაშე, რომელიც ამჟამად "ზალცბურგში" ასპარეზობს, ამპლუით შემტევია.
ცნობისთვის, ამ ფეხბურთელების გარდა "ბარსას" ჰაკიმ ზიეჩს, რაჰიმ სტერლინგსა და დანი ოლმოსაც უკავშირებენ.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 3 ]