ტიერი ანრი პსჟ-ის პრობლემების მიზეზს ასახელებს

ტიერი ანრი პსჟ-ის პრობლემების მიზეზს ასახელებს

ლიონელ მესი "პარი სენ-ჟერმენში" სეზონის დაწყებამდე გადავიდა და გუნდთან ბოლომდე ადაპტაცია ჯერ ვერ მოახერხა

ლეოს თანაგუნდელებთან შეთამაშების პრობლემა აქვს და ჯერ თავის დამკვიდრებას ვერ ახერხებს. ამ პრობლემაზე ლეგენდარულმა ფრანგმა ფეხბურთელმა, ტიერი ანრიმ ისაუბრა და მისი მიზეზი დაასახელა.

მაურისიო პოჩეტინოს გამართლების გარეშე, როდესაც სეზონის სტარტზე ამდენი ახალი ფეხბურთელი მოდის, შენ მათთან მუშაობისთვის დრო არ გაქვს, ვინაიდან ყოველ სამ დღეში თამაში გიწევს.

სათამაშო სტილის მოძებნა მარტივი არაა.

"ბარსელონაში" რაღაც სქემას მიჰყვები, რადგან იქ ისტორიაა. "ბარსაში" რინუს მიხელსი იყო, შემდეგი კრუიფი მივიდა... პოჩეტინო კი სისტემას და 11 ფეხბურთელს ეძებს, რომელიც მას მოერგება.

მესიმ პსჟ-ში ჩატარებულ 8 შეხვედრაში 3 გოლი გაიტანა და სამივეჯერ თავი ჩემპიონთა ლიგაზე გამოიჩინა, ლიგა 1-ში მას ასისტიც კი არ აქვს შესრულებული.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.