ჰაკიმ ზიეჩი ბარსელონას შემოთავაზებას ელოდება

ჰაკიმ ზიეჩი ბარსელონას შემოთავაზებას ელოდება

"ბარსელონა" ლონდონის "ჩელსის" გარემარბის, ჰაკიმ ზიეჩის შეძენით დაინტერესდა. Sport-ის ინფორმაციით, "ბარსა" მზადაა, ფეხბურთელს ხელფასის სახით წელიწადში 7 მილიონი ევრო გადაუხადოს.

წყაროს თანახმად, "ბლაუგრანა" ზამთარში ზიეჩის იჯარით დამატების ვარიანტს განიხილავს. ამასთან, კლუბს არ სურს, ფეხბურთელის გამოსყიდვის ვალდებულება აიღოს, ვინაიდან უნდა დააკვირდეს, რამდენად მოერგება ის "ბარსას".

Sport იტყობინება, რომ ზიეჩი მზადაა, კარიერა "კამპ ნოუზე" გააგრძელოს და "ბარსელონას" წინადადებას უცდის. მას შემოთავაზება დორტმუნდის "ბორუსიადანაც" აქვს.

აღსანიშნავია, რომ "ჩელსი" ზიეჩის გაშვების წინააღმდეგი არაა - მაროკოელმა შემტევმა ლონდონურ კლუბში ფეხი ვერ მოიკიდა და თამაშის შანსი იშვიათად ეძლევა. "ლურჯებს" ზამთარში ზიეჩის იჯარით გაშვება ზაფხულში მისი ხელსაყრელ ფასად გაშვების შესაძლებლობას მისცემს.

"ბარსელონა" ზიეჩს დიდი ხანია, აკვირდება. კატალონიელები მის შეძენას 2020 წელს ცდილობდნენ, თუმცა "ჩელსისთან" სატრანსფერო ბრძოლა წააგეს.


  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 3 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    გულშემატკივარი [?]
    #3 18 ნოემბერი 2021 22:03
    1
    ძააან დხვეწილია და მაგრად მევასება ეს ბიჭი მზადიყო აიაქსიდან გადმოსულიყო ბარსაში ეხლა არვიცი რამდენად გადმოვა
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 18 ნოემბერი 2021 21:12
    3
    დე იონგს რო ჯობია ნაღდია, მოედანზე არ ძინავს. კუმანის მოყვანილ დე იონგს ნამდვილად ჯობია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 18 ნოემბერი 2021 20:52
    8
    ეს კლასნი როჟაა, ჩელსის სტილში არ ჯდება თორემ მართლაც კარგი ფეხბურთელია და მემგონი ბარსაში კარგად ითამაშებს