სერჟი ბარჟუანი: ჩავის შეუძლია, გუნდი კუთვნილ ადგილას დააბრუნოს

Què T'hi Jugues "ბარსელონა ბ-ს" მთავარ მწვრთნელთან, სერჟი ბარჟუანთან, რომელიც დროებით პირველ გუნდს ედგა სათავეში, ინტერვიუ ჩაწერა.
პირველი გუნდის გაწვრთნაზე
როდესაც ამას გთავაზობენ, დადებითი და უარყოფითი მხარეები უნდა შეაფასო, მაგრამ, ჩემ შემთხვევაში, ბალანსი დადებითისკენ გადაიხარა. მე შედეგით ძალიან ბედნიერი და კმაყოფილი ვარ.
ბარსა ბ-ში დაბრუნებაზე:
ნათელი იყო, რომ პირველ გუნდში ჩემი მუშაობა დიდხანს არ გაგრძელდებოდა. ბარსა ბ-ში დაბრუნება მთავარი გამოწვევა გახლდათ.
ჩავიზე:
პრე-სეზონის დროს ჩავიმ მითხრა, რომ "ბარსელონას" მისი დანიშვნა უკვე სურდა, თუმცა ის საკუთარ თავს ბოლომდე მომზადებულად არ თვლიდა.
ვფიქრობ, ახლა სწორედ ის მომენტია, როდესაც "ბარსას" ჩავი სჭირდება და მათ წინ უნდა გადადგან ნაბიჯი, რათა კლუბი გახდეს ის, რასაც ყველა ელის. ჩავის აქვს იმის უნარი, რომ კლუბი კუთვნილ ადგილას დააბრუნოს.
"ბარსელონაზე":
"ბარსამ" ლა ლიგისთვის უნდა იბრძოლს, ესპანეთში არცერთი კლუბი არაა გამორჩეული.
ვფიქრობ, ამ დღეებში ჩემ მიერ გაწეული სამუშაო დადებითად უნდა შეფასდეს.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 3 ]