ესპანიოლი - ჩავის საყვარელი მეტოქე

ესპანიოლი - ჩავის საყვარელი მეტოქე

"ბარსელონას" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ჩავი ერნანდესის დებიუტამდე 2 დღეა დარჩენილი. ზეგ, 20 ნოემბერს, "ბლაუგრანა" თანაქალაქელ "ესპანიოლს" უმასპინძლებს.

ჩავი ბარსელონური დერბის ისტორიაში ყველაზე გამოცდილი ფეხბურთელია. მას ამ მატჩში 36-ჯერ უთამაშია.

"ესპანიოლის" წინააღმდეგ გამართულ 36 შეხვედრაში ჩავის 25 მოგება და 6 გოლი დაუგროვდა. ორივე ეს მაჩვენებელი ჩავის კარიერაში საუკეთესოა, სხვა არცერთ გუნდთან მას ამდენი არც მოუგია და არც გაუტანია.

ჩავი "ესპანიოლს" პირველად 1998 წლის 25 ოქტომბერს სტუმრად დაუპირისპირდა. "ბარსელონამ" ის თამაში კლუივერტისა და ჯოვანის გოლებით 2-1 მოიგო. იმედია, ერნანდესი "ესპანიოლის" წინააღმდეგ სამწვრთნელო კარიერასაც წარმატებით დაიწყებს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 2 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 18 ნოემბერი 2021 21:24
    0
    იმედია მწვრთნელის ამპლუაშიც არ მოაკლებს მწარე დღეებს.
    ფანი [?]
    #1 18 ნოემბერი 2021 17:51
    0
    🚨 ჰაკიმ ზიეჩს ჩელსის დატოვება იანვარში სურს - ფეხბურთელი ტუხელის გეგმებში არ შედის 🙅🏻‍♂️

    ✅ განიხილება გუნდის 6 თვიანი იჯარით დატოვება ან პირდაპირ გაყიდვა 👀

    #POSTVტრანსფერები
    ისე იჯარით ზიეჩი ცუდი არიქნება