ვინ იქნება ბარსელონას ახალი ლიდერი ჩავის ხელში?

ვინ იქნება ბარსელონას ახალი ლიდერი ჩავის ხელში?

არცთუ ისე დიდი ხნის წინ, რონალდ კუმანის მეგობარმა, და ჟურნალისტმა, ლუის კანუტმა განაცხადა, რომ ლიონელ მესის დარჩენის შემთხვევაში, ჩავი ერნანდესი "ბარსელონას" ლიდერი ვერ იქნებოდა. ამ მომენტისთვის, "ბარსას" გამოკვეთილი ლიდერი მართლაც არ ჰყავს, თუმცა, კანუტს ის გამორჩა, რომ მოედანზე გუნდის ლიდერსა და მწვრთნელს შორის დიდი განსხვავებაა.

გასულ ზაფხულში მესი ძალიან მოულოდნელად და სათანადო მემკვიდრის დატოვების გარეშე წავიდა. ახალი თავკაცის ხელში საჭირო იქნება ისეთი მოთამაშის მოძებნა, რომელიც გუნდს მოედანზე ულიდერებს, წინ გაუძღვება და მეტოქეებს დაამწუხრებს.

"ახალი ლიდერის" ხსენებისას თავში პირველი ყველას ანსუ ფატი მოსდის, რომელმაც არგენტინელის ლეგენდარული 10-ნომრიანი მაისური უკვე გადაიბარა. 19 წლის შემტევი ამტკიცებს, რომ გოლების გატანა შეუძლია, თუმცა, "ბარსელონასნაირი" გრანდის ლიდერობისთვის ის ძალიან ახალგაზრდაა.

ასევე გვყავს უსმან დემბელე, რომელსაც პოტენციალის გამოვლენაში ხელს ტრავმები უშლის. სრულად ჯანმრთელი და ფორმაში მყოფი დემბელე გუნდს ძალიან გამოადგებოდა. გოლეადორობას თუ არ ჩავთვლით, მას ყველა საჭირო თვისება აქვს, რათა მოწინააღმდეგის დაცვის ხაზს პრობლემები შეუქმნას. თუმცა, ნაკლებად სავარაუდოა, ხშირმა ტრავმიანობამ ფრანგს ლიდერობის საშუალება მისცეს.

ლეოს წასვლის შემდეგ ბევრს მოელიან მემფის დეპაისა და ფრენკი დე იონგისგანაც. აღსანიშნავია, რომ მემფისი ახალ კლუბში კარგად გამოიყურება, მაგრამ მისმა თანამემამულემ მიმდინარე სეზონში თამაშს მოუკლო. დეპაის აქვს ის, რაც ლიდერს სჭირდება, თუმცა, ნიდერლანდელი არასტაბილურია. თავის მხრივ, ფრენკიმ თავდაჯერებულობა, რომელიც მას ადრე გამოარჩევდა, დაკარგა

გარდა ამისა, "ლურჯ-ბროწეულისფერთა" რიგებში ირიცხებიან გამოცდილი ფეხბურთელები, რომლებიც გუნდის დახმარებას მომდევნო რამდენიმე სეზონის განმავლობაში შეძლებენ. ერთ-ერთი ვეტერანი სერხიო ბუსკეტსია, რომელიც ესპანეთის ნაკრებში შესანიშნავად გამოიყურება, ჩავის ხელმძღვანელობით კი, მოსალოდნელია, რომ ის "ბარსელონაშიც" კვლავ გაიბრწყინებს. შესაძლოა, 41 წლის სპეციალისტმა გუნდის მის გარშემო აწყობა გადაწყვიტოს, რადგან ამჟამინდელ შემადგენლობაში ლიდერობა მასზე უკეთესად არავის შეუძლია.

"ბლაუგრანაში" ყოველთვის იყო 2 ლიდერი - მწვრთნელი სათადარიგოთა სკამიდან და ფეხბურთელი მოედანზე. როგორც კანუტმა აღნიშნა, ჩავიმ "ბარსა" იმ დროს ჩაიბარა, როცა გუნდს გამორჩეული ლიდერი არ ჰყავს. თუმცა, მესის წასვლის შემდეგ, თუ ერთი მოთამაშე უნდა გამოვყოთ, ეს ნამდვილად ბუსკეტსია. ამასთან, არ უნდა დაგვავიწყდეს დანი ალვესი, რომელიც უკვე 38 წლისაა, მაგრამ თავისი მენტალიტეტი, ქარიზმა, ხასიათი, კლასი და ინტელექტი არ დაუკარგავს.

გამოყენებულია BarcaBuzz-ის მასალა

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 5 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #5 18 ნოემბერი 2021 22:22
    0
    ანუ 34 წლის მესიზე არ აეწყობოდა გუნდი და 33 წლის ბუსკეტზე აეწყობა?
    საიტის ლეგენდა  [?]
    #4 18 ნოემბერი 2021 04:06
    3
    ფრენკ დე იონგი იქნება ლიდერი. ძაან ბევრ რამეს დაავალებს და თუ ვერ გაუქაჩა გაყიდის
    --------------------
    THUGS
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 18 ნოემბერი 2021 00:48
    4
    კაი ბიჯო რა სისულელეა ბუსკეცის გარშემო გუნდის აწყობა.ბუსკეცი ითამაშებს კარგად კიდევ 1წელი,მერე რა უნდა ქნა,ან რანაირი ლიდერია.გენიოსი რომაა მაგას ლაპარაკი,რათ უნდა მარა გუნდის აწყობა 33 წლის კაცზე ცოტა უზარობაა.რეებს არ დაწერენ ხოლმე დებილი ჟურნალები.
    --------------------
    The Catalan Kings Lead In Madrid
    ფანი [?]
    #2 18 ნოემბერი 2021 00:06
    3
    100% ყველაზე მეტად ბუსის იმედი მაქ ტიპი გუნდის ძრავია და ჩემთვის ისტორიაში საუკეთესო ნახევარმცველიც❤️
    ფანი [?]
    #1 18 ნოემბერი 2021 00:02
    3
    რა ბუსკეტსის ლიდერობა, რეებს წერთ