არგენტინელებმა სერხიო აგუეროს მხარი დაუჭირეს

არგენტინელებმა სერხიო აგუეროს მხარი დაუჭირეს

არგენტინის ნაკრებმა, ბრაზილიის წინააღმდეგ გამართული მატჩის წინ, "ბარსელონას" თავდამსხმელს, სერხიო აგუეროს მხარი დაუჭირა.

"ალბისელესტეს" მოთამაშეებმა მოედანზე ბანერი გაიტანეს, რომელზეც კუნის ფოტო და გამამხნევებელი წარწერა იყო დატანილი.

33 წლის ფეხბურთელი აღნიშნულს მალევე გამოეხმაურა და Instagram Story-ზე არგენტინელთა ფოტო გადაიტანა.

აგუეროს საფეხბურთო კარიერა გულის პრობლემების გამო რისკის ქვეშაა. სერხიოს 3 თვე გაუცდება, შემდეგ კი მას საკუთარ მომავალთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღება მოუწევს.

 

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 2 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 18 ნოემბერი 2021 22:27
    0
    იმედია დაბრუნებას არ უსურვებენ მოედანზე, თუ მართლა უყვართ.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 18 ნოემბერი 2021 04:05
    1
    ცოდოა ეს ბიჭი დაიტანჯა.
    --------------------
    THUGS