ერთი დღე "ბარსას" ისტორიაში - 17 ნოემბერი

წარმოგიდგენთ რუბრიკას "ერთი დღე "ბარსელონას" ისტორიაში". ამჯერად შემოგთავაზებთ "ბარსელონასთან "დაკავშირებულ მოვლენებს, რომლებიც 17 ნოემბერს მოხდა.
თამაშები
17 ნოემბერს "ბარსელონამ" 10 ოფიციალური თამაში ჩაატარა, საიდანაც კატალონიელებმა 8 მოიგეს, 1 ფრედ დაასრულეს და 1 წააგეს.
1910 წელი
"ბარსელონას" დამაარსებელი ჟოან გამპერი კლუბის პრეზიდენტი მეორედ გახდა, ამჯერად 3 წლით.
1935 წელი
"ბარსელონამ" მადრიდის "ატლეტიკო" ლა ლიგის მატჩში 5-1 გაანადგურა. კატალონიელთაგან გოლები ტორედეფლოტმა, ვენტოლრამ, ესკოლამ, საბალომ და ფერნანდესმა გაიტანეს.
1959 წელი
დაიბადა "ბარსელონას" ყოფილი თავდამსხმელი ხუან კარლოს პერეს როხო. 1983-1987 წლებში მან "ბლაუგრანას" მაისურით 94 თამაში ჩაატარა და 10 გოლი გაიტანა. როხომ კატალონიურ გუნდში 1 ესპანეთის ჩემპიონატი და 1 ესპანეთის ლიგის თასი მოიგო.
1970 წელი
18 წლის მოყვარულმა კატალონიელმა მოთამაშემ, იმაკულადა კაბასერანმა ჟურნალ Revista Barcelonista-ში გამოაქვეყნა განცხადება, რომლის საშუალებითაც ის ფეხბურთის თამაშით დაინტერესებულ ქალებს ეძებდა. ასე შეიკრიბა პირველად "ბარსას" ქალთა გუნდი.
1974 წელი
"ბარსელონას" 75 წლის იუბილეს აღსანიშნავად კლუბის 6 ათასამდე გულშემატკივარი მონსერატის მონასტერში სალოცავად ავიდა.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 1 ]