ბარსელონა ჰაკიმ ზიეჩის იჯარის ვარიანტს განიხილავს | Sport

"ბარსელონა" მარჯვენა გარემარბის პოზიციის გაძლიერებას გეგმავს და ახალი კანდიდატი უკვე შერჩეულია.
Sport-ის ინფორმაციით, "მანჩესტერ სიტის" შემტევის, რაჰიმ სტერლინგის გაფორმების სირთულის გათვალისწინებით, კატალონიელებმა, შესაძლოა, იჯარით ლონდონის "ჩელსის" შემტევი, ჰაკიმ ზიეჩი აიყვანონ.
კლუბმა იცის, რომ ოპერაცია განხორციელებადია და გადაწყვეტილება უნდა მიიღოს. რაც შეეხება ქარიმ ადეიემის, მისი შეძენა მხოლოდ ზაფხულში იქნება შესაძლებელი, რადგან "ზალცბურგი" 19 წლის გერმანელ თავდამსხმელს ზამთარში ვერ შეელევა.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 10 ]