Cat Radio: ადეიემისთვის პრიორიტეტს ბარსელონა წარმოადგენს

Cat Radio: ადეიემისთვის პრიორიტეტს ბარსელონა წარმოადგენს

"ბარსელონა" "ზალცბურგის" 19 წლის შემტევის, ქარიმ ადეიემის, გადაბირებას ეცდება.

Catalunya Radio-ის ინფორმაციით, კატალონიურ კლუბში თამაში თავად ფეხბურთელსაც სურს. ავსტრიული კლუბი მის გაშვებას მხოლოდ სეზონის ბოლოს დათანხმდება, სატრანფერო თანხა კი, დაახლოებით, 30-40 მილიონი ევრო იქნება.

პრესეზონის დროს, "ზალცბურგსა" და "ბარსელონას" შორის ამხანაგური მატჩი შედგა, რომელშიც მონაწილეობა ადეიმიმაც მიიღო. მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 22 ოფიციალურ შეხვედრაში მის ანგარიშზე უკვე 15 გოლი და 2 საგოლე გადაცემაა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 7 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Culé [?]
    #7 17 ნოემბერი 2021 14:11
    1
    რავიცი აგორებული ჭორი მგონია ამას ბავარია არავის დაუთმობს
    საიტის ლეგენდა  [?]
    #6 17 ნოემბერი 2021 14:03
    1
    10 მილიონს გამოუყოფენ და აბკატკის სახით 2 უკან უნდა დააბრუნოს.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #5 17 ნოემბერი 2021 09:23
    2
    კარგია, 10 მილიონი უკვე აქვთ და სეზონის ბოლომდე ალბათ კიდევ მოაგროვებენ 20 მილიონს, მაგრამ დანარჩენ შერჩეულ კანდიდატებს რას უპირებენ.
    Culé [?]
    #4 17 ნოემბერი 2021 01:09
    4
    ციტატა: Iniesta_8
    30 მილიონი კარგი ფასია, პრემიერ ლიგაში რომ თამაშობდეს 80 მილიონს დაადებდნენ. მარა ამ საცოდავებს მაგდენიც არ აქვთ, 10 მილიონი გამოუყვეს ხავის და თან უთხრეს, სამი ფეხბურთელი იყიდე და 9 მილიონი კიდე უნდა მოგრჩესო.

    :DDDD მართლა მასე იყო, ბარსას ზამთრის სატრანსფერო ბაზარზე 10 მილიონი აქვს გამოყოფილი და ფეხბურთელ"ები" უნდა შეიძინოსო :D 10 მილიონად 3 ფეხბურთელის ყიდვას ბათუმის დინამო აღარ კადრულობს უკვე :))))
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 17 ნოემბერი 2021 00:59
    3
    ბარსას ფანია და ბარსა იქნება პრიორიტეტი აბა დონეცკის შახტარი ხო არა
    --------------------
    The Catalan Kings Lead In Madrid
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 17 ნოემბერი 2021 00:32
    5
    ძაანაც კარგი, მოიყვანონ ეს კაი ვინმე ჩანს
    Culé [?]
    #1 16 ნოემბერი 2021 23:56
    6
    30 მილიონი კარგი ფასია, პრემიერ ლიგაში რომ თამაშობდეს 80 მილიონს დაადებდნენ. მარა ამ საცოდავებს მაგდენიც არ აქვთ, 10 მილიონი გამოუყვეს ხავის და თან უთხრეს, სამი ფეხბურთელი იყიდე და 9 მილიონი კიდე უნდა მოგრჩესო.