ერთი დღე "ბარსას" ისტორიაში - 16 ნოემბერი

ერთი დღე "ბარსას" ისტორიაში - 16 ნოემბერი

წარმოგიდგენთ რუბრიკას "ერთი დღე "ბარსელონას" ისტორიაში". ამჯერად შემოგთავაზებთ "ბარსელონასთან "დაკავშირებულ მოვლენებს, რომლებიც 16 ნოემბერს მოხდა.

თამაშები

16 ნოემბერს "ბარსელონამ" 12 ოფიციალური თამაში ჩაატარა, საიდანაც კატალონიელებმა 7 მოიგეს, 1 ფრედ დაასრულეს და და 4 წააგეს.

1938 წელი

ესპანეთის სამოქალაქო ომის ყველზე ხანგრძლივი ბრძოლა "ებროს ბრძოლა" დასრულდა, რომელსაც "ბარსელონას" ყოფილი ფეხბურთელი ანხელ აროშა 31 წლის ასაკში ემსხვერპლა.

1952 წელი

"სევილიასთან" საშინაო მოგება (3-2) "ბარსელონასთვის" ლა ლიგაში ჩატარებული მე-500 თამაში იყო. ეს შეხვედრა "ბლაუგრანას" მაისურით 250-ე გამოდგა სესარ როდრიგესისთვის.

1956 წელი

მავრიტანიაში დაიბადა "ბარსელონას" ყოფილი მცველი ხერარდო მირანდა. 1981-1988 წლებში მან "ბაუგრანას" მაისურით 224 თამაში ჩაატარა და 6 გოლი გაიტანა. მირანდამ კატალონიურ გუნდში 2 ესპანეთის თასი, 2 ესპანეთის ლიგის თასი, 1 თასების მფლობელთა თასი, 1 ესპანეთის თასი და 1 ესპანეთის ჩემპიონატი მოიგო.

1968 წელი

მადრიდში გამართული "ელ კლასიკო" "ბარსელონამ" 1-2 წააგო. სტუმართაგან გოლი სალდუამ გაიტანა.

1993 წელი

დაიბადა "ბარსელონას" ყოფილი პორტუგალიელი მცველი ნელსონ სემედუ. 2017-2020 წლებში მან "ბლაუგრანას" მაისურით 124 თამაში ჩაატარა და 2 გოლი გაიტანა. სემედუმ კატალონიურ გუნდში 2 ესპანეთის ჩემპიონატი, 1 ესპანეთის თასი და 1 ესპანეთის სუპერ თასი მოიგო.

2003 წელი

"ბარსელონაში" ლიონელ მესის დებიუტი შედგა. 16 წლის ლეომ "პორტუსთან" გამართულ ამხანაგურ შეხვედრაში ითამაშა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 1 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 16 ნოემბერი 2021 19:24
    1
    2003 წელი
    "ბარსელონაში" ლიონელ მესის დებიუტი შედგა. 16 წლის ლეომ "პორტუსთან" გამართულ ამხანაგურ შეხვედრაში ითამაშა.

    თითქოს გუშინ იყო...