ჩელსი პულშიჩის გაყიდვას გეგმავს

ჩელსი პულშიჩის გაყიდვას გეგმავს

ცოტა ხნის წინ გავრცელებული ინფორმაციით, "ბარსელონა", "ჩელსის" შემტევით, კრისტიან პულიშიჩით ინტერესდება.

ახლა კი, Marca-ს ცნობით, ტომას ტუხელმა და თავად ლონდონურმა კლუბმა ამერიკელს, არასტაბილურობის გამო (მან ტრავმების გამო მიმდინარე სეზონში მხოლოდ 4 მატჩი ჩაატარა), იანვარში წასვლის უფლება მისცეს, რაც "ბარსას" ხელს შეუწყობს.

როგორც ცნობილია, ჩავი ერნანდესს თავდასხმის ხაზის გაძლიერება სურს, ამიტომაც, რაჰიმ სტერლინგის გარდა, კრისტიანის ვარიანტსაც განიხილავს.

El Nacional-ის მიხედვით, ტუხელმა 23 წლის ფეხბურთელის გაყიდვა უკვე გადაწყვიტა, მაგრამ, კატალონიური გრანდის ეკონომიკური მდგომარეობა კვლავ პრობლემურია, რის გამოც, კლუბის ხელმძღვანელებს, ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე ტრანსფერების განსახორციელებლად, ჭკვიანურად მოქმედება მართებთ.

მადრიდული გამოცემის თანახმად, იმ ფაქტმა, რომ "ბლაუგრანაში" კიდევ ერთი ამერიკელი, სერჟინიო დესტი ასპარეზობს, შესაძლოა, "არისტოკრატთა" შემტევი "კამპ ნოუზე" გადაბარგებაში დაარწმუნოს.

სერხიო აგუეროს დაზიანებისა და გულის პრობლემების შემდეგ, იანვარში კიდევ ერთი თავდამსხმელის შეძენის აუცილებლობა გაიზარდა. ამ მომენტისთვის, ჩავის პირველ გუნდში მხოლოდ 4 შემტევი ჰყავს - ანსუ ფატი, ლუკ დე იონგი, მემფის დეპაი და უსმან დემბელე - ცხადია, რომ ერნანდესს შეტევის ხაზში დიდი არჩევანი არ აქვს, შედეგად, გასაგებია, კლუბი ახალ ტრანსფერზე რატომაც ფიქრობს.

პულიჩიშს, რომელიც "ჩელსიმ" 2019 წელს დორტმუნდის "ბორუსიადან" 64 მილიონ ევროდ შეიძინა, ინგლისელებთან კონტრაქტი 2024 წლის 30 ივნისს ეწურება.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 6 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #6 16 ნოემბერი 2021 20:53
    1
    ტრამვების გამო სეზონში 4 მატჩი ჩაატარაო და ეგეთი დემბელეც გვყავს და კოუტინიოც. ვერ გავიგე ჩავი რისთვის მოიყვანეს? რო წერენ ბარსელონა ინტერესდებაო არ ეკითხებიან მწვრთნელს თუ რა უბედურება ვეღარ გავიგე.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #5 16 ნოემბერი 2021 16:45
    1
    ხან პულშიჩია, ხან პულიშიჩი.
    Culé [?]
    #4 16 ნოემბერი 2021 02:38
    0
    გაყიდოს მერე barca-6
    Culé [?]
    #3 16 ნოემბერი 2021 01:25
    4
    ჩელსიში თუ ტრავმების ვერ ირჩენს ბარსაში ვაბშე დედა მოეხვნება. იყოს სადაცაა.
    ფანი [?]
    #2 16 ნოემბერი 2021 01:11
    10
    გუნდია თუ ინგოროყვას კლინიკა თქვე შობელძაღლებო
    გულშემატკივარი [?]
    #1 16 ნოემბერი 2021 00:28
    3
    ისედაც ვალებში ვართ რათ გვინდა ხელფასების ყრა უაზროდ ტრამვიან ფეხბურთელებში