ბარსელონამ თვალი ასპილიკუეტას დაადგა

"ბარსელონა" "ჩელსის" ესპანელი მარჯვენა მცველით, სესარ ასპილიკუეტათი დაინტერესდა. ამ ინფორმაციას ESPN ავრცელებს.
წყაროს ცნობით, "ბარსა" 32 წლის ფეხბურთელის ირგვლივ შექმნის სიტუაციას აკვირდება.
ასპილიკუეტა მარჯვენა მცველია, რომელსაც დაცვის ცენტრში და მარცხენა ფლანგზეც თამაში შეუძლია. "ბარსელონას" მთავარი მწვრთნელი ჩავი ერნანდესი სესარის ამ შესაძლებლობებით მოხიბლულია და მისი შეძენის ვარიანტი მოსწონს.
ასპილიკუეტას ლონდონურ კლუბთან მოქმედი კონტრაქტის ვადა მომავალი წლის ზაფხულში ეწურება, რაც იმას ნიშნავს, რომ იგი მიმდინარე სეზონის ბოლოს თავისუფალი აგენტი ხდება და "ბლაუგრანას" მისი უფასოდ დამატება შეეძლება.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 6 ]