ბარსელონა სტერლინგს ხელფასის შემცირებისკენ მოუწოდებს

ბარსელონა სტერლინგს ხელფასის შემცირებისკენ მოუწოდებს

არაერთხელ გავრცელებული ინფორმაციით, "ბარსელონა" იანვარში "მანჩესტერ სიტის" შემტევით, რაჰიმ სტერლინგით გაძლიერებას აპირებს, თუმცა, ინგლისელი ფეხბურთელის ტრანსფერის განსახორციელებლად მხარეები ფინანსურ საკითხზე უნდა შეთანხმდნენ, რაც იოლი ნამდვილად არაა.

Sport-ის ინფორმაციით, "ბარსელონას" სტერლინგის იჯარით აყვანა სურს, მაგრამ პრობლემას ეკონომიკური ფაქტორი ქმნის. იმისათვის, რომ რაჰიმმა "ბარსაში" ითამაშოს, მას ხელფასის შემცირება მოუწევს.

წყაროს ცნობით, სტერლინგის ამჟამინდელი ანაზღაურება 18 მილიონ ევროს შეადგენს. თუ "ბარსა" და "სიტი" ფეხბურთელის იჯარაზე შეთანხმებიან, კლუბები 26 წლის მოთამაშის სახელფასო გადასახადს გაიყოფენ: 9 მილიონს კატალონიელები გადაიხდიან, 9 მილიონს კი - მანჩესტერელები. თუმცა, ფინანსური პრობლემა ამ შემთხვევაშიც თავს იჩენს - თუ "ბარსელონა" ინგლისელს 9 მილიონს გადაუხდის, კლუბი ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში სხვა ფეხბურთელს ვეღარ დაიმატებს. "ბლაუგრანას" შემდგომი ტრანსფერის განხორციელების საშუალებას სახელფასო ბიუჯეტი არ მისცემს.

როგორც Sport იტყობინება, სწორედ ამიტომ "ბარსა" სტერლინგს მოუწოდებს, ხელფასის დაკლებას დასთანხმდეს და იანვარში კატალონიურ გუნდს შეუერთდეს. სხვა შემთხვევაში ინგლისელი შემტევის მოსვლა ნაკლებად სავარაუდო იქნება.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 1 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 15 ნოემბერი 2021 18:25
    4
    ეს არც 9 მილიონი ღირს და მითუმეტეს არც 18. ამხელა ხელფასს ვინ გადაუხდის, აქაც შეიხები კი არა გვყავს როგორც სიტიში.