ლა მასიელები, რომლებსაც ჩავიმ, შესაძლოა, ესპანიოლთან თამაშისთვის პირველ გუნდში უხმოს

ლა მასიელები, რომლებსაც ჩავიმ, შესაძლოა, ესპანიოლთან თამაშისთვის პირველ გუნდში უხმოს

ჩავი ერნანდესი "ბარსელონას" მთავარი მწვრთნელის პოსტზე პირველ მატჩს შაბათს, 20 ნოემბერს, "ესპანიოლის" წინააღმდეგ გამართავს.

ცნობილია, ჩავის განკარგულებაში პირველი გუნდის მხოლოდ 3 შემტევი მოთამაშე ეყოლება - მემფის დეპაი, ლუკ დე იონგი და იუსუფ დემირი.

ჩავიმ უკვე რამდენჯერმე აღნიშნა, რომ მის სათამაშო სისტემაში ფლანგის შემტევებს მნიშვნელოვანი როლი უკავიათ. ამრიგად, Sport ვარაუდობს, რომ 41 წლის სპეციალისტმა, შესაძლოა, "ესპანიოლთან" შეხვედრისთვის 3 ახალგაზრდა გარემარბს უხმოს. პირველ გუნდში გამოძახების საუკეთესო კანდიდატები ილიას აკომაში, ფერან ჟუტგლა და აბდე ეზალზული არიან.

ცნობისთვის, ხსენებული ფეხბურთელებიდან ძირითად გუნდში მხოლოდ აბდეს უთამაშია და ისიც მხოლოდ ერთხელ.

"ბარსას" ლაზარეთში ამჟამად 4 თავდამსხმელი ჰყავს: უსმან დემბელე, ანსუ ფატი, სერხიო აგუერო და მარტინ ბრეითუეიტი. ივარაუდება, რომ ყველაზე მალე გუნდს დემბელე დაუბრუნდება, მაგრამ იგი "ესპანიოლთან" მატჩამდე გამოჯანმრთელებას ვერ ასწრებს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 5 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #5 15 ნოემბერი 2021 20:10
    0
    "41 წლის სპეციალისტი."- ეს ახალი სავიზიტო ბარათი გახდა "წარმოშობის" მერე.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #4 15 ნოემბერი 2021 17:16
    0
    ციტატა: Sergio5
    დაა დღევანდელ შეხვედრაში ბარსელონას მხრიდან მრისხანე სამეული შეუტევს მეტოქეს, ესენი არიან:
    ილიას აკომაჩი, ფერან ჟუტკლა და გუნდის კაპიტანი ეზ აბდე ეზალზული

    დამბურძგლა გეფიცებით stuck_out_tongue

    კარგი იყო!!! bowtie
    გულშემატკივარი [?]
    #3 15 ნოემბერი 2021 12:37
    0
    აბდემ მეორედაც ხო ითამაშა
    Culé [?]
    #2 15 ნოემბერი 2021 12:02
    2
    დაა დღევანდელ შეხვედრაში ბარსელონას მხრიდან მრისხანე სამეული შეუტევს მეტოქეს, ესენი არიან:
    ილიას აკომაჩი, ფერან ჟუტკლა და გუნდის კაპიტანი ეზ აბდე ეზალზული

    დამბურძგლა გეფიცებით stuck_out_tongue
    Culé [?]
    #1 15 ნოემბერი 2021 00:12
    2
    რა დღეში ვართ :(((